სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით
1757616093
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალის წარდგენას ელოდება. ჯუანშერ ბურჭულაძე სუს-მა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა მინისტრმა განახორციელა მილიონ ნახევარზე მეტი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
გამოძიების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მითითებით, ხელოვნურად გაზარდეს ფასი და მილიონ 333 ათასი ლარით უფრო ძვირად შეისყიდეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი. იანვარში ბურჭულაძის ოჯახმა 544 ათას ევროდ ესპანეთში სახლი შეიძინა. უკანონო ქონების წარმოშობის წყაროს დამალვისა მიზნით კი გააფორმა სესხის და ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულებები წყნეთში უძრავი ქონების გასხვისების შესახებ.
ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატის, დიმიტრი ხაჩიძის განცხადებით, ყოფილი მინისტრის უდანაშაულოა.
"ბრალდება ჯერ არ წარდგენია ოფიციალურად, მაგრამ დაკავების საფუძველი რაც გახდა, ის უდანაშაულოა ამ დანაშაულში, ეს არ ჩაუდენია. აბსურდია იმ საქმის მასალებიდან, რაც ჩვენთვის ცნობილია. ბრალდების შემდეგ დანარჩენ მასალასაც გაგვაცნობენ და უფრო დეტალურად შემდეგ შეგვიძლია საუბარი", - განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.