1757679034
გიორგი ვოლსკი კირკის მკვლელობაზე: შენ ამ საფრთხეს თუ იღებ და თარგმნი ისე, როგორც შენს პოლიტიკურ მრწამსს შეესაბამება, ეს ვრცელდება საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე და მაგალითს აძლევს ახალგაზრდებს, რომ იყვნენ ექსტრემისტები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ჩარლი კირკის მკვლელობაზე სოციალურ ქსელებში კონკრეტული ჯგუფების მხრიდან ცინიკურ რეაქციებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს ახალისებს ახალგაზრდებს, რომ იყვნენ ექსტრემისტები.
„შენ ამ საფრთხეს თუ იღებ და თარგმნი ისე, როგორც შენს პოლიტიკურ მრწამსს შეესაბამება, ეს არ რჩება მხოლოდ ერთი ადამიანის ან ვთქვათ, „სოროსის ფონდის“ სივრცეში. ეს ვრცელდება საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე და მაგალითს აძლევს ახალგაზრდებს, რომ იყვნენ ექსტრემისტები. ამ ძალადობის კულტივირება არის აშკარად შესამჩნევი, მათ შორის სამწუხაროდ, საქართველოში იმ ხალხისაგან, რომელიც თითქოსდა, დემოკრატიული ღირებულებების მატარებლებად გვესახებოდნენ. ამერიკის შეერთებული შტატები რაც არ უნდა უშველებელი, ძლიერი ქვეყანა იყოს და დიდი რესურსები ჰქონდეს, გარკვეულწილად თავს იცავს საფრთხეებისაგან, რასაც ექსტრემიზმის განვითარება ჰქვია”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი შესაბამის ზომებს მიიღებს მათ მიმართ, ვინც ამართლებს, აქებს ან დასცინის ჩარლი კირკის სიკვდილს. ამის შესახებ მათ ინფორმაცია თავად გაავრცელეს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობის შესახებ რადიკალების მხრიდან გაკეთებულ სარკასტულ და დამცინავ კომენტარებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
ტრამპი ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც სხვა კონსერვატორების სამიზნედ გამოცხადებას ეხებოდა, აცხადებს, რომ რადიკალი მემარცხენე შეშლილები ბოლომდე უნდა დაამარცხონ და სული ამოხადონ.