1757679034
თენგიზ შარმანაშვილი: ძალიან მენიშნა, რომ აშშ-ს სახდეპმა მისცა მითითება თავის საკონსულოებს, რომ დააკვირდნენ მათ ვინც ამართლებს კირკის მკვლელობას და გულგრილი დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვის დროსაც კი, არ მისცენ აშშ-ს ვიზა

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში კონკრეტული ჯგუფების მხრიდან ცინიკურ რეაქციებს ეხმაურება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაავალა საკონსულოებს, რომ არ მისცენ ვიზა მსგავს აქტივობებში ჩართულ ადამიანებს.
„ძალიან მენიშნა სხვათა შორის, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მისცა მითითება თავის საკონსულოებს, რომ დააკვირდნენ ადგილსამყოფელ ქვეყანაში, როგორ იქცევიან ადამიანები და თუ ეს ადამიანები არა მხოლოდ ამართლებენ ამას, არა მხოლოდ მიესალმებიან, გულგრილი დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვის დროსაც კი, არ მისცენ აშშ-ს ვიზა. გულგრილი დამოკიდებულების გამოხატვისთვისაც კი, აი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას. ასე, რომ ამის ორნაირად შეფასება ან გულგრილად ამაზე შეხედვა არის სრული ამორალურობა“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი შესაბამის ზომებს მიიღებს მათ მიმართ, ვინც ამართლებს, აქებს ან დასცინის ჩარლი კირკის სიკვდილს. ამის შესახებ მათ ინფორმაცია თავად გაავრცელეს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობის შესახებ რადიკალების მხრიდან გაკეთებულ სარკასტულ და დამცინავ კომენტარებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
ტრამპი ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც სხვა კონსერვატორების სამიზნედ გამოცხადებას ეხებოდა, აცხადებს, რომ რადიკალი მემარცხენე შეშლილები ბოლომდე უნდა დაამარცხონ და სული ამოხადონ.