„20 წუთამდე გრძელდებოდა სეტყვა და ქარი...“ - ძლიერი სტიქია კახეთში

სეტყვა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხილი და ვენახი გაანადგურა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერი სეტყვა და ქარი, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და მოსახლეობას მსხმოიარე ვენახები დაუსეტყვა.

თელავის მუნიციპალიტეტში დასეტყვილია სოფლები ნასამხრალი და იყალთო.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა მოგვიანებით გაირკვევა.

ამინდის დღევანდელი პროგნოზის შესაბამისად, უამინდობა კახეთის რეგიონში კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.