რუსეთმა ხარკოვისა და ხერსონის ოლქებზე საჰაერო შეტევები მიიტანა
1749013392
უკვე მესამე დღეა ქვეყანაში "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" მოქმედებს. იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, რეგისტრაციისთვის 10-დღიანი ვადა აქვთ. არასამთავრობოების ნაწილი რეესტრში დარეგისტრირებას არ აპირებს.
კრიტიკულია შეფასებები ოპოზიციურ სპექტრშიც. ამერიკული FARA-ს ქართული ანალოგზე საუბრისას, ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ კანონი რეპრესიებისკენ არის მიმართული.
"ცხადად და ერთმნიშვნელოვნად არ დავემორჩილებით ამ კანონს. ეს კანონმდებლობა არ ითვალთვალებს და არ ემსახურება იმ მიზნებს, რომელიც "ქართულ ოცნებას" თითქოს აქვს განსაზღვრული. ეს არის ცალსახად რეპრესიებისკენ მიმართული კანონი," - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან სანიკიძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, კანონი ქვეყანაში დემოკრატიულ ვითარებას დაამძიმებს.
"ამძიმებს საქართველოში დემოკრატიის ვითარებას. ახლა რომ გითხრათ, რამდენად ქმედითი იქნება, ამის პროგნოზი დღეს ძნელია. ამ მგონია, რომ ქმედითი იყოს, მაგრამ დისკომფორტს და სერიოზულ ფუნდამენტურ პრობლემებს შეუქმნის ამ ქვეყანაში საზოგადოებას და, ზოგადად, დემოკრატიულ პროცესს," - განაცხადა "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, თაზო დათუნაშვილმა.