1749042430
რუსეთმა ხარკოვისა და ხერსონის ოლქებზე საჰაერო შეტევები მიიტანა

რუსეთმა საჰაერო შეტევები მიიტანა ხარკოვისა და ხერსონის ოლქებზე. შემთხვევის შედეგად, დაშავდა 2 ადამიანი.
ხარკოვის მერის ინფორმაციით, ქალაქის სამრეწველო ზონაში იერიში ოკუპანტებმა ერთდროულად "შაჰედის" ტიპის 9 დრონითა და 2 რაკეტით მიიტანეს. გაჩნდა ხანძარი. დაიწვა ერთ კერძო სახლიც.
საომარი მოქმედებების ფონზე, ვაშინგტონშია უკრაინული დელეგაცია. პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი შეერთებული შტატების დედაქალაქში გუშინ ჩავიდა. ანდრეი ერმარკი თავის გუნდთან ერთად უკვე შეხვდა დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს.
პარალელურად, ომის დასრულების მნიშვნელობასა და სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შესახებ საუბრობს კიევსა და მოსკოვს შორის მთავარი შუამავლის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჰაკან ფიდანის თქმით, სტამბოლში შეხვედრამ დადებით ატმოსფეროში ჩაიარა და მხარეები კიდევ ერთ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
თეთრ სახლში კი კიდევ ერთხელ ახსენეს სანქციები - პრესსპიკერი კაროლაინ ლევიტი ამბობს, რომ დონალდ ტრამპი მზადაა, გამოიყენოს სანქციები, თუ ეს აუცილებელი იქნება.