შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელად დავით არჩვაძე დაინიშნა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორად დავით არჩვაძე დაინიშნა.

დავით არჩვაძემ აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი იოსებიძე შეცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, დავით არჩვაძე განათლებით სამართალმცოდნეა, 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

დავით არჩვაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.