„მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდებით..." - ცნობილი ექსტრასენსების პროგნოზები 2025 წლისთვის

ექსტრასენსი

მსოფლიოში ცნობილი ექსტრასენსები 2025 წელს აპოკალიფსურ დასასრულს წინასწარმეტყველებენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით,  2025 წელთან დაკავშირებით, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნათელმხილველების წინასწარმეტყველება ერთმანეთს დაემთხვა. ვანგა, ბრაზილიელი ექსტრასენსი, ათოს სალომე და ლონდონში მოღვაწე ჰიპნოთერაპევტი, ნიკოლასი მიიჩნევენ, რომ 2025 წელს მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდებით. 

ბულგარელი ნათელმხილველის, ვანგა,  ცნობილი გახდა ისეთი მოვლენების წინასწარმეტყველებით, როგორებიც 9/11-ის ტრაგედია, პრინცესა დაიანას სიკვდილი და კლიმატის ცვლილებების გამოწვეული მიწისძვრებია. ვანგამ 2025 წელს ევროპაში ომის დაწყება იწინასწარმეტყველა, რომელიც მისი თქმით, „კაცობრიობის დაცემას" გამოიწვევს და მოსახლეობისთვის დიდ დარტყმად იქცევა. 

ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების მიხედვით, კონფლიქტში ქვეყნები დიდ ბრიტანეთსაც ჩაითრევენ. 

ბრაზილიელი ექსტრასენსი, ათოს სალომე მიიჩნევს, რომ მესამე მსოფლიო ომი კარს მოგვადგა და „უარესი ჯერ კიდევ წინ არის". 

მისი თქმით, ეს კონფლიქტი უფრო საშინელი იქნება,  ვიდრე წარსულში. რადგან მასში გადამწყვეტ როლს თანამედროვე ტექნოლოგები ითამაშებენ. 

„ეს მხოლოდ ადამიანების ომი არ იქნება, ეს იქნება „მანქანების" ომი..  და რა იქნება შემდეგ?",- ამბობს ის. 

 ლონდონელი ჰიპნოთერაპევტი, 38 წლის ნიკოლასი ამბობს, რომ ომი 2025 წლის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

 „ჩვენ ვიხილავთ ადამიანური ბოროტებისა და ძალადობის საშინელ აქტებს.. ერთმანეთის მიმართ რელიგიისა და ნაციონალიზმის სახელით“.