უკრაინაში ომი გრძელდება - რუსეთის ძალებმა უკრაინის არმიის ერთ-ერთ საწვრთნელ პოლიგონს დაარტყეს, არის მსხვერპლი

ომი უკრაინაში

ომი გრძელდება უკრაინაში - ოკუპანტმა თავდასხმა განახორციელა კიევზე. დარტყმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ხუთი. დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში დრონების აფეთქების შედეგად, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ობიექტები, მეტროს სადგური და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა უკრაინის არმიის ერთ-ერთ საწვრთნელ პოლიგონს დაარტყეს, სამი ადამიანი დაიღუპა, 11 დაიჭრა. უცნობია, კონკრეტულად სად მოხდა თავდასხმა.

განცხადებას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტი - ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის დაზვერვას აქვს მტკიცებულებები, რომ რუსეთი ევროპის ტერიტორიაზე ახალ სამხედრო ოპერაციებს ამზადებს.