„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
დარწმუნებული ვარ რომ ევროკავშირის და აშშ-ს საელჩოები გულდასმით ადევნებენ თვალს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობას და იქ მისული მოწმეების ჩვენებებს, თუ რა ხდებოდა ნაცმოძრაობის მმართველობის დროს. შეუძლებელია, მათ წარმომადგენლებს (თუ მთლად ცივსისხლიანები არ არიან) არ გაუჩნდეთ შინაგანი პროტესტი ან თუნდაც კითხვები იმ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ, ასე რომ ელოლიავებიან და ცივ ნიავს არ აკარებენ, ოღონდ პოლიტიკურად იცოცხლონ, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, მთელი ამ ხნის განმავლობაში არცერთ ელჩს, დასავლეთის არცერთ ოფიციალურ პირს, ექსპერტს თუ მედიას, სიტყვაც არ დასცდენიათ იმ საშინელებებზე რაც ქვეყნის და ხალხის თავს ხდებოდა სწორედ იმ რეჟიმის გამოისობით, დასავლეთს რომ სრულ კმაყოფაზე ჰყავდა აყვანილი წლების მანძილზე და ალბათ შიგადაშიგ უწონებდა კიდეც რეპრესიებს მათთვის მიუღებელთა მიმართ.
"დარწმუნებული ვარ რომ ევროკავშირის და აშშ-ს საელჩოები გულდასმით ადევნებენ თვალს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობას და იქ მისული მოწმეების ჩვენებებს, თუ რა ხდებოდა ნაცმოძრაობის მმართველობის დროს. შეუძლებელია, მათ წარმომადგენლებს (თუ მთლად ცივსისხლიანები არ არიან) არ გაუჩნდეთ შინაგანი პროტესტი ან თუნდაც კითხვები იმ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ, ასე რომ ელოლიავებიან და ცივ ნიავს არ აკარებენ, ოღონდ პოლიტიკურად იცოცხლონ.
დაუკვირდით, მთელი ამ ხნის განმავლობაში არცერთ ელჩს, დასავლეთის არცერთ ოფიციალურ პირს, ექსპერტს თუ მედიას, სიტყვაც არ დასცდენიათ იმ საშინელებებზე რაც ქვეყნის და ხალხის თავს ხდებოდა სწორედ იმ რეჟიმის გამოისობით, დასავლეთს რომ სრულ კმაყოფაზე ჰყავდა აყვანილი წლების მანძილზე და ალბათ შიგადაშიგ უწონებდა კიდეც რეპრესიებს მათთვის მიუღებელთა მიმართ.“ - წერს ანჯაფარიძე.