„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
მიქაუტაძის საკითხი ნაწილია იმ პოლიტიკის, რაც გულისხმობს, რომ არავის მიეცეს საშუალება საჯარო სახსრებისა და შესაძლებლობების უკანონოს გამოყენების, პროცესი მართლმსაჯულების ნაწილია, ამ მხრივ, იმ ბრალდებებს უნდა დავაკვირდეთ, რაც არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის განაცხადია, რომ საქართველო კორუფციის ნაკლებობის მხრივ ლიდერ სამ ქვეყანას შორის იყოს და ეს შედგება, როგორც საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნისგან, ისე სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოებისგან.
„ვიცით, რომ დღევანდელი მონაცემებით, საქართველო ნატო-სა და ევროკავშირის ცხრა ქვეყანას კორუფციის სიმცირის თავისი მაჩვენებლებით უსწრებს, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ საუკეთესო სამეულში ვიყოთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, რომელიც ამ სისხლის სამართლის პოლიტიკის გასატარებლადაც იყო არჩეული. მნიშვნელოვანია, რომ კორუფციასთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლა იყოს. პრემიერ-მინისტრმა ნდობის გამოცხადებისას თქვა, რომ ეს საკითხები მისი პრიორიტეტი იქნებოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.