1750577424
რა იწინასწარმეტყველა ვანგამ ირანისა და ისრაელის დაპირისპირებაზე

ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, ბევრს გაახსენდა ვანგას საშიში წინასწარმეტყველება, რომელიც 2025 წელს შეეხება, წერს The Mirror.
ვანგამ იწინასწარმეტყველა "დიდი ომი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის", რაც კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს.
„როცა სირია დაეცემა — მაშინ დაელოდეთ დიდ ომს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. გაზაფხულზე ომი დაიწყება აღმოსავლეთში და დაიწყება მესამე მსოფლიო ომი. აღმოსავლეთის ომი გაანადგურებს დასავლეთს.“.
ვანგას სხვა წინასწარმეტყველებებს შორის 2025 წლისთვის მოიაზრება ადამიანის კონტაქტი უცხოპლანეტელებთან, ასევე ტელეპათიის განვითარება, რაც ფუნდამენტურად შეცვლის კომუნიკაციის გზებს.
ბევრის აზრით, ვანგამ მართლაც იწინასწარმეტყველა რიგი მნიშვნელოვანი გლობალური მოვლენები. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მისი წინასწარმეტყველება იყო აფროამერიკელის გამოჩენა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის პოსტზე — წინასწარმეტყველება, რომელიც მან ბევრად ადრე გააჟღერა, ვიდრე ბარაკ ობამა კენჭისყრაში მონაწილეობას გადაწყვეტდა.