საფრანგეთში, ქორწილში, პატარძალი მოკლეს

პატარძალი

 საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ავინიონთან ახლოს მდებარე სოფელში, ქორწილის ღამეს, ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. მოკლულია პატარძალი, - ამის შესახებ BBC წერს.

სროლისას დაიღუპა ერთ-ერთი თავდამსხმელიც. მძიმედ არიან დაჭრილები სიძე და 13 წლის ბავშვი. ცეცხლი მაშინ გახსნეს, როდესაც წყვილი წვეულებას ტოვებდა. ქალი 27 წლის იყო, კაცი კი 25 წლისაა.

თავდამსხმელებმა გაქცევა შეძლეს. პოლიცია ეჭვმიტანილებს ეძებს. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.

ფრანგული მედიის ცნობით, საქმე, სავარაუდოდ, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კონფლიქტს ეხება.