„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
მკვლელობა ლაგოდეხში. მოკლულია 57 წლის მამაკაცი. შემთხვევა ვაშლოვანის ქუჩაზე დღეს, დილით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ორ პირს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რა დროსაც ერთ-ერთმა მეორეს ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.