„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინა ბელორუსზე თავდასხმების მომზადებაში დაადანაშაულა და გააფრთხილა ქვეყანა შესაძლო თავდასხმების შესახებ. ამის შესახებ CNN წერს.
„გუშინ, არაოფიციალური არხებით, ჩვენ გაგვაფრთხილეს ბელორუსის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიიდან დარტყმების შესახებ“, - განაცხადა ლუკაშენკომ უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე.
ლუკაშენკომ ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის სხვა წარმომადგენლები გააფრთხილა, რომ ის, რაც მოხდა ქერჩის ხიდზე, არაფერი იქნება „თუკი ისინი თავიანთი ბინძური ხელებით შეეხებიან ბელორუსის ტერიტორიის ერთ მეტრს მაინც“.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“.