თორნიკე ჭეიშვილი

1757675604

თორნიკე ჭეიშვილი ხაბეიშვილის დაკავებაზე: მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ყოველთვის ჰქონდეს ეფექტიანი რეაგირება შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც, მათ შორის, შეიძლება შეეხებოდეს საჯაროდ ქრთამის დაპირებას

"რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ყოველთვის ჰქონდეს ეფექტიანი რეაგირება შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც, მათ შორის, შეიძლება შეეხებოდეს საჯაროდ ქრთამის დაპირებას", - ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ლევან ხაბეიშვილის დაკავების საქმე.მისი განმარტებით, ხაბეიშვილი შესაბამისი თანხების სანაცვლოდ, მცდარი აღქმების ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს, რომელიც კონკრეტულ, მტრულად განწყობილ ძალებს შეიძლებოდა დახმარებოდა იმისათვის, რათა მათ აქ გარკვეული არეულობა მოეწყოთ."რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ყოველთვის ჰქონდეს ეფექტიანი რეაგირება შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც, მათ შორის, შეიძლება შეეხებოდეს საჯაროდ ქრთამის დაპირებას და მით უმეტეს, მაშინ როდესაც ამის მიზანი არის ის, რომ საჯარო მოხელეებმა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა უარი თქვან საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულებაზე. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს ეპიზოდი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხაბეიშვილი გახლავთ ამ შავი ფულის ერთგვარი პროდუქტი. თვითონ ეს "პროექტი ანიტა", ანიტა ხაბეიშვილი, რომელიც შესაბამისი თანხების სანაცვლოდ, მცდარი აღქმების ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს, რომელიც კონკრეტულ, მტრულად განწყობილ ძალებს შეიძლებოდა დახმარებოდა იმისათვის, რათა მათ აქ მოეწყოთ გარკვეული არეულობა", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა."ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს და ყოფილ პროკურორს დღეს ბრალს წაუყენებენ. ლევან ხაბეიშვილი პოლიციის თანამშრომლებისთვის ქრთამის საჯაროდ დაპირების გამო დააკავეს. საუბარია 339-ე მუხლზე.ხაბეიშვილთან ერთად დაკავებულია მურთაზ ზოდელავაც, რომელსაც ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გადამალვას, გაქცევას, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ძალადობას ედავებიან. 

მარიამ შენგელია

1757175827

„ჩემთან ყველაფერი შრომით მოდის, რამდენსაც ვშრომობ, იმ წარმატებას ვიღებ საბოლოო ჯამში, ჩემი ოცნებები რეალობად იქცა...“ - მარიამ შენგელია

მარიამ შენგელიამ სულ ცოტა ხნის წინ საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონცერტზე წარადგინა, მას შემდეგ კი საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნაცნობი და საინტერესო ფიგურა გახდა. მარიამი აქტიურია სოციალურ ქსელში და კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდან ხშირად აქვეყნებს.გამომწერებსა და გულშემატკივრებს შეუძლიათ, მის კარიერულ და ცხოვრებისეულ სიახლეებს ინსტაგრამსა და ფეისბუკზე ადევნონ თვალი. ახალი სატელევიზიო სეზონიდან კი ის მაყურებელს ეკრანიდანაც მიესალმა - ახლახან მას „რუსთავი 2“-ზე პირველი ეთერი ჰქონდა „შუადღის“ წამყვანის ამპლუაში. როგორია მისი ახალი როლი და რა გამოცდილებაა ეს მისთვის, ამის შესახებ მარიამ შენგელიამ „რადიო ფორტუნასთან" ისაუბრა:„გარკვეული სატელევიზიო გამოცდილება კი მაქვს, მაგრამ როცა პირდაპირ ეთერში მუშაობ, ხუთმაგად საპასუხისმგებლოა. პირდაპირ ეთერში მცირე შეცდომის გამოსწორების შანსი ფიზიკურად არ გაქვს. მართლა ძალიან ვღელავდი, თუმცა პირველმა ეთერმა კარგად ჩაიარა. მეორე დღეს უფრო ნაკლებად ვღელავდი, თუმცა დღეს ორნი ვიყავით ეთერში, საკმაოდ დიდი ქრონომეტრაჟია, მაგრამ თავი გავართვით. ჩემი ოცნება ყოველთვის იყო ტელეწამყვანობა. მარტივად მოვერგე ამ ამპლუას, ყველაფერი წინ არის და მგონია, რომ არ გამჭირდება. პასუხისმგებლობიანი და მაქსიმალისტი ვარ, ჩემთან ყველაფერი შრომით მოდის. რამდენსაც ვშრომობ, იმ წარმატებას ვიღებ საბოლოო ჯამში. ჩემი ოცნებები რომ რეალობად იქცა, თან, ასეთ პატარა ასაკში, ძალიან მიხარია. ჯერ ვარ 23 წლის. მთელი ცხოვრება წინ მაქვს. ბევრი ოცნებაა, კარიერული წინსვლა. ყველაზე დიდი მიზანი ჩემს ცხოვრებაში იყო „ევროვიზია“, რაც ავიხდინე. წინასწარი საუბრები არ არის კარგი. ძალიან მჯერა ავი თვალის, ბოლო პერიოდში – განსაკუთრებით და ვუფრთხილდები ყველაფერს. მჯერა, რომ თუკი ჩემს გეგმებს წინასწარ გავამხელ, გავითვალები", - ამბობს მარიამ შენგელია „რადიო ფორტუნასთან" საუბრისას

მარხვა

1751833930

როგორ უნდა შეამოწმოს ადამიანმა საკუთარი თავი, სწორად მარხულობს თუ არა

აკრძალული პროდუქტების არმიღება არ არის მარხვაში საკმარისი. უნდა წავიკითხოთ ეკლესიის მამათა სწავლებები, მაგალითად, იოანე სინელის „კიბე“, რათა მარხვის დროს სულმა ასეთი სწავლებებით დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები. მარხვის დროს განსაკუთრებით გემოთმოყვარეობის, ნაყროვანების ცოდვაში ვცვივდებით, ეს კი, თავისთავად, უამრავ სხვა ცოდვას შობს, რაც კარგად აქვს აღწერილი იოანე სინელს თავის „კიბეში“. სწორედ ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).– როგორ უნდა შეამოწმოს ადამიანმა საკუთარი თავი, სწორად მარხულობს თუ არა?„კარგად უნდა გადახედოთ საკუთარი ცხოვრების წესს. თუ მრისხანებაში ხართ, განკითხვაში, ბევრს ლაპარაკობთ, ჭორაობთ, ესე იგი, არასწორად მარხულობთ. მესამე არის კადნიერება – ადამიანი, რომელიც ნაყროვანებაში, მცონარებაშია, კადნიერი ხდება მოძღვართან, მშობელთან, მეგობართან, ხელმძღვანელთან, თანამშრომელთან. ხშირად ამბობენ, არ შემიძლია, სიმართლე რომ არ ვთქვა, თავს ვერ ვიკავებო. სიმართლე უთხარი საკუთარ თავს, დას, ძმას, მშობელს – ისიც, თუ შეგიძლია და ამის მზაობა გაგაჩნია. უპირველეს ყოვლისა კი საკუთარ თავს უნდა უთხრა, რომ უსაქმურობაში ხარ, მცონარე ხარ და სხვადასხვა ვნებას დაატარებ. კადნიერებას მოჰყვება განცხრომა. როდესაც ადამიანი მარხვაზეა, მაგრამ, მუდმივად დადის წვეულებებზე, დაბადების დღეებზე, ქორწილებში და სახლშიც ცდილობს, ყველაფერი გაამარტივოს, გააუბრალოოს და კომფორტული ცხოვრება მოიწყოს. განცხრომას კი მოჰყვება სიცილი, აქ საუბარია უჯერო, უადგილო სიცილზე.სიცილის შემდეგ კი მოდის კამათი, თან, არასაღვთო კამათი. დღეს ყველაფერზე კამათობენ, უაზრო საკითხებზე, პოლიტიკაზე – ჩვენ ხომ დღემდე პოლიტიკით ვცხოვრობთ. სამწუხაროა, მაგრამ, ბევრი მოძღვარიც მინახავს სუფრასთან, საზოგადოებაში 24 საათი პოლიტიკაზე რომ ლაპარაკობს. მოძღვრის მოვალეობა ღვთისმეტყველება, ლოცვა, მარხვა და მრევლისთვის პირადი მაგალითია. კამათს კი მოსდევს გულქვაობა. როცა შენ დაიღლები ოჯახის წევრთან ან ახლობელთან კამათით, მერე ის გეზიზღება და გულქვა ხდები მის მიმართ. როცა ვინმე გეზიზღება, მართლმადიდებელი აღარ ხარ, ცოდვილი ხარ – კი არ უნდა გძულდეს, უნდა გეცოდებოდეს; გულქვაობას კი მოჰყვება ურჩობა, ანუ, ყოველგვარი დამორჩილება წყდება.ურჩობას კი მოჰყვება ულმობლობა – შენში აღარაფერია ადამიანური, არავის აღარ ინდობ. ულმობელობის შემდეგ კი ადამიანი დაბნეული ხდება, ვეღარ გაუგია, ვინ ვინ არის, ვის მოუსმინოს და შესაბამისად, კარგი მრევლი ხდება არა წმინდა სულისთვის; მეთერთმეტეა სიამაყე და გონების სიციარიელე. ნახეთ, საბოლოოდ სადამდე მივყავართ ამ ვნებას. ბოლო, მეთორმეტე არის წუთისოფლის სიყვარული: თუ გინდა, რომ კარგად ჭამო, სვა და, გაერთო, უნდა დაუძმობილდე წუთისოფელს, გემოთმოყვარეობას. თუ ადამიანმა ვერ მოიპოვა სულიწმიდის მადლი, ის ვერ დაამარცხებს იმ ცოდვებს, რომლებიც ჩვენ ჩამოვთვალეთ. ასე რომ, გავაგრძელოთ მარხვა, ლოცვა, მეტანიები, სინანული, რომ მოვიპოვით სულიწმიდის მადლი, რომელიც ჩვენი მაცხოვნებელია.

ვირტუსი

1749379794

„ვირტუსი“ სერია ა-ს ფინალშია - შენგელიამ დუბლი შეასრულა

 „ვირტუს ბოლონია“ სერია ა-ს ფინალში გავიდა. თორნიკე შენგელიას ლიდერობით ბოლონიელებმა „ოლიმპია მილანოს“ 84-78 დაამარცხეს და სერიაში ანგარიშით 3-1 მოიგეს.საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოედანზე საუკეთესო იყო. შენგელიამ 27 წუთში 25 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მან 11-დან 8 ორ ქულიანი, 1-დან 1 სამ ქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, ორმაგი დუბლი შეასრულა.„ვირტუსი“ ფინალში „ბრეშას“ შეხვდება. სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები

1749379700

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში დღეს დაასრულებს

 საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში დღეს დაასრულებს. 21-წლამდელებს ავსტრიულ შეკრებაზე ბოლო სრული დღე გუშინ ჰქონდათ, რომელიც ორჯერად ვარჯიშებს მოიცავდა.ქართველი ფეხბურთელები სრული შემადგენლობით ტურნირის მასპინძელ სლოვაკეთში გაემგზავრებიან.რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს.

ექსკურსია

1748187660

რა უნდა იცოდეთ სანამ ექსკურსიაზე წახვალთ? - რჩევები

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი გარე აქტივობების ექსკურსიის დაგეგმვისთვის საჭირო რჩევებს სოციალურ ქსელში აქვეყნებ ინფორმაციას და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. „რა უნდა ვიცოდეთ გარე აქტივობის/ექსკურსიის დაგეგმვამდე.სეზონური ალერგია წელიწადის გარკვეულ დროს ვლინდება, ჩვეულებრივ როდესაც ხეები, ბალახები ან სარეველები გამოყოფენ ჰაერში მტვრის პატარა ნაწილაკებს სხვა მცენარეების გასანაყოფიერებლად. მაისის ბოლოდან ივნისის ბოლომდე პერიოდი დატვირთულია სასკოლო ექსკურსიებით და ბუნებაში აქტივობებით. ეს პერიოდი ემთხვევა მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების მტვრის მარცვლების (ალერგენების) გავრცელების პერიოდს.რა არის სეზონური ალერგიის ნიშნები და სიმპტომები?თუ თქვენს შვილს ყოველწლიურად ერთსა და იმავე დროს უვითარდება „გაციების“ სიმპტომები, შესაძლოა ეს იყოს სეზონური ალერგიის მიზეზი. ალერგიის სიმპტომები, რომლებიც ჩვეულებრივ ჩნდება მოულოდნელად და გრძელდება მანამ, სანამ ადამიანი ალერგენის ზეგავლენის ქვეშ არის, შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სიმპტომებს: ცემინება, ცხვირის და/ან ყელის ქავილი, ცხვირისა და თვალების შეშუპება, გამჭვირვალე გამონადენი ცხვირიდან, ცხვირის უკანა ჩანადენი, ცხვირის გაჭედვა, ცრემლდენა, თვალების ქავილი და სიწითლე. ბავშვებს, რომლებსაც ამ სიმპტომების გარდა აღენიშნებათ ხველა, ხიხინი და/ან ქოშინი, შესაძლოა ჰქონდეთ ალერგია, რომელიც იწვევს ასთმას.როგორ დავიცვათ თავი ბუნებაში გასვლისას?ბალახიან ადგილას ყოფნას ატარეთ გრძელმკლავიანი სამოსი და შარვალი. ბალახთან კონტაქტისთანავე დაიბანეთ ხელები. ბალახთან შეხების შემდეგ, შინ დაბრუნებისას, მიიღეთ შხაპი (ან დაბანეთ ბავშვი). თუ ალერგიული ხართ ბალახების მიმართ, განიხილეთ ანტიჰისტამინის მიღება ქალაქგარეთ მცენარეებში ყოფნამდე. ბალახზე ალერგია უფრო ხშირად ზედა სასუნთქი გზების მხრივ დარღვევებით ვლინდება, რადგან ბალახის მტვრის პირველი~კონტაქტი სწორედ აქ ხდება ორგანიზმში, თუმცა კანისმიერი გამოვლინებაც არც თუ ისე იშვიათად გვხვდება.თუ თქვენი გამონაყარი რამდენიმე დღეზე მეტხანს გრძელდება, იწვევს ძლიერ ქავილს, გავრცელდა, დაინფიცირდა და ა. შ აუცილებლად დროულად მიმართეთ ექიმს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სანიოლი

1747602920

კარგი თამაში უფასდებათ - ვის იძახებს სანიოლი ნაკრებში

როგორც მოგეხსენებათ, 5 და 8 ივნისს, საქართველოს ნაკრები შინ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს და ჯერ ფარერებს დაუპირისპირდება, შემდეგ კი კაბო-ვერდეს.აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობას ნაკრების რამდენიმე ლიდერი ვერ მიიღებს. მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე. სანიოლი აქცენტს ისეთ მოთამაშეებზე გააკეთებს, ვისაც აქამდე შანსი არ მისცემია.LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრებში ჯემალ ჯინჯოლავასა და იური ტაბატაძის გამოძახებას განიხილავს.ჯინჯოლავა და ტაბატაძე მიმდინარე სეზონში იბერიას რიგებში ბრწყინვალე მატჩებს ატარებენ და ეროვნულ ლიგაში დაუმარცხებლები არიან. ჯინჯოლავა თავის პოზიციაზე (მარცხენა მცველი) გამორჩეულია, ტაბატაძე კი 7 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია და საქართველოს ნაკრების საბოლოო სია ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, სადაც ბევრ დებიუტანტს უნდა ველოდოთ.

სოსო ნებიერიძე

1743939363

სოსო ნებიერიძე ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა - ვიდეო

ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 73 ქვეყანა. მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა, მოგზაურს Youtube-ზე 352 ათასი გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე. სოსო ნებიერიძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია გაგვიზიარა. მან ჩრდილოეთ კორეის ვიზა მიიღო. ამჯერად კი აქვეყნებს ვიდეოს, რომლიდანაც ვიგებთ რომ იგი უკვე ჩრდილოეთ კორეაში მიემგზავრება:„არა ერთხელ წავსულვარ სახლიდან აეროპორტში, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის. მსგავსი მოგზაურობა არასდროს არ მქონია. მეზობელი შემხვდა ახლა ლიფტში და მკითხა ამჯერად საითო - მეთქი ჩრდილოეთ კორეაში. ყველას ჰგონია, რომ ვხუმრობ. ვერ წარმომიდგენია რომ ახლა ვზივარ მანქანაში მივდივარ აეროპორტში და გეზი მაქვს ჩრდილოეთ კორეაში. ჯერ მივფრინავ ჩინეთში, ურუმჩიში და შემდეგ გადაჯდომა მაქვს პეკინში“, - ჰყვება სოსო ნებიერიძე ვიდეოში. 

ტაფა

1743527804

ნივთები, რომელთა ხანგრძლივად ხმარება არ შეიძლება - როგორც არ უნდა მოგწონდეთ, უნდა გამოცვალოთ

 ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებთან  განშორებაც ზოგჯერ რთულია, თუმცა  ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე ძვირად ღირებულ და ხარისხიან ნივთს აქვს მომსახურების ვადა, რის შემდეგაც ის გამოსაყენებლად უვარგისი ხდება და სინანულის გარეშე უნდა მოიშოროთ თავიდან. საბნები და ბალიშები, რაც არ უნდა კომფორტული იყოს, სამუდამოდ ვერ გაძლებს. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი ფუჭდება, გმასზე როვდება კანის, ოფლისა და მტვრის ნაწილაკები, რაც ქმნის ხელსაყრელ გარემოს ბაქტერიების და სხვა მიკროორგანიზმების, ასევე სხვადასხვა სახის ალერგენების გამრავლებისთვის. დროთა განმავლობაში მაღალი ხარისხის ბალიშები და საბნებიც კი ცვდება, იტკეპნებამ რაც ამცირებს კომფორტს, ეს კი თავის მხრივ იწვევს კისრის ან ზურგის  ძლიერ ტკივილს. გაითვალისწინეთ, რომ ბალიშის სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად განსხვავდება რიგი ფაქტორების მიხედვით, მნიშვნელოვანია შევსების ხარისხი, მფლობელის მოვლისა და დასუფთავების ჩვევები და გამოყენების სიხშირე. ზოგადად, ექსპერტების უმეტესობა გირჩევს ბალიშების გამოცვლას ყოველ წელიწადნახევარ-სამ წელიწადში ერთხელ. მაგრამ არსებობს გამონაკლისები თანამედროვე შემავსებლებისა და მასალების სახით, რომელთა მომსახურების ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე მერყეობს.ტაფა სამზარეულოს შეუცვლელი ჭურჭელია, რომელიც სათანადო გამოყენების შემთხვევაში საკმაოდ დიდხანს ძლებს, მაგრამ მაინც ადრე თუ გვიან საჭიროებს გამოცვლას. მაღალი ხარისხის ტაფები დამზადებული მასალებისგან, როგორიცაა უჟანგავი ფოლადი, თუჯი ან სპილენძი, სათანადო გაწმენდითა და მოვლის საშუალებით შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში გამოგადგეთ. თუმცა, უკრავ ტაფებს ხანმოკლე სიცოცხლე აქვთ, რადგან საფარი დროთა განმავლობაში ცვდება და ნაკლებად ეფექტური ხდება. მნიშვნელოვანია, რომ თავიდან აიცილოთ უკრავი ტაფების გადახურება და არ გამოიყენოთ ლითონის კოვზები ან აბრაზიული სარეცხი საშუალებები, რადგან მათ შეუძლიათ დააზიანონ ტაფის ზედაპირი. სიხშირე, რომლითაც თქვენ გჭირდებათ ტაფის გამოცვლა, დამოკიდებულია ტაფის ხარისხზე. როგორც წესი, ტაფის მომსახურების საშუალო ვადა ორიდან ხუთ წლამდეა, ხოლო უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციის - სამიდან შვიდამდე.იგივე ეხება საბნების მომსახურების ხანგრძლივობას, ის ასევე განსხვავდება მასალის ხარისხის, მოვლისა და წმენდის წესების მიხედვით, ასევე გამოყენების სიხშირეზე. ზოგადად, სათანადო მოვლის შემთხვევაში, საბნების უმეტესობა რამდენიმე წელიწადს მოგემსახურებათ (ხუთიდან შვიდამდე). თუმცა, დროთა განმავლობაში, მასალა იწყებს ცვეთას, კარგავს თავის სირბილეს და იზოლაციას და ნაკლებად ეფექტური ხდება სითბოს შესანარჩუნებლად. მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ საბნების მდგომარეობას და შეცვალოთ ისინი საჭიროებისამებრ, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტი. ფარდების მომსახურების ვადა განსხვავდება მასალის ხარისხის, გამოყენების სიხშირისა და მოვლის დონის მიხედვით. როგორც წესი, მაღალი ხარისხის ფარდები, სათანადო მოვლის შემთხვევაში, რამდენიმე წლის განმავლობაში გამოგადგებათ, მაგრამ დროთა განმავლობაში ისიც ცვდება. ეს გამოწვეულია მზის სხივების და ტენიანობის ზემოქმედებით. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ფარდები, რომლებიც იატაკს ეხება, უფრო სწრაფად ცვდება, ვიდრე ის, რომელიც არ ეხება იატაკს. გარდა ამისა, სამზარეულოს ფარდების სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად უფრო მოკლეა, ვიდრე სხვა ოთახებში გამოყენებული, მიზეზი ორთქლი, კვამლი და ცხიმია. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი იწვევს ლაქებს და ქსოვილის დაზიანებას...ვრცლად

ილონ მასკი

1737889615

ილონ მასკი გერმანიის ქალაქ ჰალეში ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდასაჭერად სიტყვით გამოვიდა

 ილონ მასკი გერმანიის ქალაქ ჰალეში, ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდასაჭერად სიტყვით გამოვიდა. წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, სადაც 4 500 ადამიანი იმყოფებოდა, მასკმა გერმანული კულტურის შენარჩუნებასა და გერმანელი ხალხის დაცვაზე ისაუბრა.ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა კი თქვა, რომ რესპუბლიკელები ამერიკას კვლავ დიდებულს გახდიან და მხარდამჭერებს მოუწოდა, გერმანია კვლავ დიდებული გახადონ.პარალელურად, ულტრამემარჯვენე პარტიის წინააღმდეგ, მთელი გერმანიის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.გამოკითხვების მიხედვით, პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" მეორე ადგილზეა, პირველ ადგილზე კი "კონსერვატიული პარტიაა".მესამე და მეოთხე ადგილზე არიან გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მმართველი "სოციალ-დემოკრატიული პარტია" და მწვანეთა პარტია.

სუდანი

1737889493

სუდანში საავადმყოფოს აფეთქების შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა

 სუდანში, საავადმყოფოს აფეთქების შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.უპილოტო საფრენი მოწყობილობით თავდასხმა, ქალაქ ელ ფიშერში, ერთადერთ მოქმედ სამედიცინო პუნქტზე განხორციელდა.ადგილობრივი მთავრობა თვლის, რომ თავდასხმის უკან სამოქალაქო ომის ერთ-ერთი მხარე ე.წ. სწრაფი მხარდაჭერის ძალები დგას.გაერთიანებული სახელმწიფოების თანამდებობის პირი , რომელიც სუდანის ჰუმანიტარული მოქმედებების კოორდინატორია, სოციალურ ქსელში წერს , რომ სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა, სუდანის შეიარაღებულ ძალებს, 48 საათით ადრე, ქალაქის ევაკუაციის ულტიმატუმი წაუყენა.

თიკა ფაცაციას შვილი

1737198628

„დიდი ისტორიის მქონე კლუბ „ჟალგირისის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი!“ - თიკა ფაცაცია შვილის მორიგ წარმატებაზე წერს

"დიდი ისტორიისა და წარმატების მქონე კლუბ "ჟალგირისის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი!...ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელის ამბავია რომელიც უნდა იცოდეთ" - "რუსთავი 2-ის" ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია, სოციალურ ქსელში, შვილის, ანდრო ანთელიძის მორიგი წარმატების შესახებ წერს და ფოტოებს აქვეყნებს:"ჯერ იყო ფიბას ყველაზე ახალგაზრდა სერთიფიცირებული მწვრთნელი, შემდეგ საქართველოს 18 /20 წლამდელთა ნაკრების მეორე მწვრთნელი … პარალელურად ცნობილი კლუბი “ჟალგირისის” ჯერ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი და ახლა უკვე ამავე ჟალგირისის დიდი ისტორიისა და წარმატების მქონე დიდი გუნდის რომელიც ევროლიგას თამაშობს, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი რა იქნება შემდეგ ამას დრო გვიჩვენებს ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელის ამბავია რომელიც უნდა იცოდეთ,"- წერს თიკა ფაცაცია.