მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ოზურგეთში პრობაციის ბიუროს ოფისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.
სრულად რეაბილიტირებული შენობა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლაშა მაღრაძემ და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი საჯაიამ დაათვალიერეს.
„განახლებული ინფრასტრუქტურა ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს, პრობაციის სერვისები თანამედროვე, კომფორტულ სივრცეში მიიღონ, თანამშრომლებს კი, მათზე მორგებული სამუშაო სივრცით უზრუნველყოფს, რაც მათზე დაკისრებული ამოცანების წარმატებით შესრულებას განაპირობებს. ოზურგეთის პრობაციის ბიუროს რეაბილიტაცია სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრაც გამართეს.
საუბარი შეეხო სამუშაო პროცესის მიმდინარეობას, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.