17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „რუსეთის საშინელი და განურჩეველი თავდასხმები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე“ გააკრიტიკა. ამის შესახებ CNN წერს.
სტოლტენბერგმა ტვიტერზე დაწერა, რომ იგი ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას.
მან დასძინა, რომ ნატო „გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას კრემლის აგრესიის წინააღმდეგ საპასუხო საბრძოლველად, სანამ ეს საჭირო იქნება.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 83 რაკეტა გაისროლა, საიდანაც უკრაინამ დაახლოებით 43 გაანეიტრალა.
უკრაინაში მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დარჩნენ თავშესაფრებში და არ გამოვიდნენ გარეთ.
რუსებმა ასევე დაარტყეს შენობას, რომელშიც განთავსებულია გერმანიის სავიზო ოფისი.