ირანის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

ირანის საგარეო უწყება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, დაესწრებიან თუ არა თეირანის წარმომადგენლები, 15 ივნისს აშშ-თან დაგეგმილ მოლაპარაკებებს.

უწყების პრესსპიკერის, ისმაილ ბაღეის თქმით, ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერამ ეს მოლაპარაკებები „უაზრობად“ აქცია.

„შეუძლებელია, ერთდროულად მოლაპარაკებების წარმოებაზე  საუბრობდე და რასისტულ რეჟიმს ირანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საშუალებას აძლევდე“, – ნათქვამია განცხადებაში.