ეს ჭურჭელი იწვევს თირკმლის სიმსივნეს და აზიანებს ფარისებრ ჯირკვალს - გიორგი ღოღობერიძის რჩევა
1780950317
სურსათისა და ცხოველთა საკვების უვნებლობის სპეციალისტი ანდრია კალანდია მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ პროდუქტის შეფუთვაზე ინგრედიენტების სრულად მითითება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ის კანონმდებლობის მოთხოვნებს შეესაბამება.
„გვანცას პოდკასტში“ საუბრისას კალანდიამ მაგალითად დაასახელა პროდუქტი, რომელიც „ნორვეგიული ორაგულის“ სახელით იყიდება, თუმცა შეიცავს ისეთ სინთეზურ საღებავებს, რომელთა გამოყენებაც ნამდვილ ორაგულში აკრძალულია. მისი თქმით, მსგავსი დანამატები მხოლოდ თევზის იმიტაციებშია დაშვებული.
სპეციალისტის განმარტებით, მომხმარებელს საეჭვო პროდუქტის ამოცნობა ვიზუალური ნიშნებითაც შეუძლია. ნამდვილი ორაგული გამოირჩევა თეთრი ცხიმოვანი ზოლებით, ხოლო ხელოვნურად შეღებილ თევზს ხშირად ერთგვაროვანი შეფერილობა აქვს. ასევე, დამატებული საღებავი შესაძლოა სველი სალფეთქით ან ლიმონმჟავით მარტივად ჩამოირეცხოს.
ანდრია კალანდია კიდევ ერთ გავრცელებულ პრობლემად კალმახის ორაგულად გასაღებას ასახელებს. მისი თქმით, მომხმარებლებს ხშირად შეცდომაში შეჰყავთ როგორც ბაზრებში, ისე მსხვილ სავაჭრო ქსელებში.
სპეციალისტი მოქალაქეებს ურჩევს, პროდუქტის შეძენისას ყურადღება მიაქციონ არა მხოლოდ შეფუთვასა და რეკლამას, არამედ ფასს, წარმომავლობასა და პროდუქტის ვიზუალურ მახასიათებლებსაც.