ცნობილია უმძიმესი ავარიის დროს დაღუპული მეხუთე პირის ვინაობა
1781207623
საქართველოში აპრილში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 7.6%-ით, 318.1 მლნ აშშ დოლარამდე, გაიზარდა. ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 10.2%- ით, 35.2 მლნ აშშ დოლარამდე – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ზრდაში წამყვანი კონტრიბუცია ევროკავშირიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 6.8%-იანი ზრდით. 8.0%-იან ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები. ისრაელიდან გზავნილების ზრდამ წლიურად 22.9% შეადგინა.
„აპრილში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 44.5%-იანი წილით ევროკავშირის ქვეყნები, 18.3%-იანი წილით აშშ და 13.2%-იანი წილით რუსეთი წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (16.8%), გერმანიის (9.0%) და საბერძნეთის (8.0%) მაღალი წილი“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.