1781384192
ბოლო ერთ დღეში საქართველოში ოქრო 10 ლარით გაძვირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე ძვირფასი ლითონების ღირებულება გაიზარდა. ფასების მატება შეეხო როგორც ოქროს, ისე ვერცხლს.
13 ივნისის ვაჭრობის შედეგებით, 999 სინჯის ოქროს საშუალო ფასი 1 გრამზე 375 ლარით განისაზღვრა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან (365 ლარი) შედარებით 10 ლარით მეტია. ამავე პერიოდში, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლის ღირებულებამ 5.4 ლარიდან 5.7 ლარამდე აიწია, რაც 0.3-ლარიან ზრდას ნიშნავს.












