პროკურორებმა ორგანიზებული დანაშაულების თემაზე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ბათუმის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

საინფორმაციო შეხვედრები

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებული დანაშაულების თემაზე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა ბათუმის N10 და N25 საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. პროკურორებმა სკოლის მოსწავლეებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ისეთ დანაშაულებზე როგორიც არის „ქურდული სამყაროს“ წევრობა, მისი საქმიანობის მხარდაჭერა და „კანონიერი ქურდისადმი“ მიმართვა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლას, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს.

შეხვედრებზე მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პროკურორებისთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ, რაზედაც სამართლებრივი პასუხები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა მსგავს საინფორმაციო შეხვედრებს საჯარო სკოლებში აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.