1680253316
1680099781
ალენ დელონის და დალიდას ცნობილი სიმღერა ნოდიკოსა და სალომეს შესრულებით სოციალურ ქსელებს იპყრობს„ღამის პრაიმ ტაიმი“ 70-იანი წლების ჰიტებს ეძღვნებოდა. სტუდიაში მოწვეულმა სტუმრებმა 70-იანი წლების მსოფლიო ჰიტები გააცოცხლეს და მაყურებელს ძალიან პოზიტიური საღამო აჩუქეს.ნოდიკო ტატიშვილმა და სალომე ბაკურაძემ ეს სიმღერა ქართულად „ღამის პრაიმ ტაიმის“ კონცერტისთვის შეასრულეს.
1679378460
ხელფასი 1530-დან 8000 ლარამდე - საინტერესო შეთავაზება დასაქმების მსურველებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს.უწყების ინფორმაციით, იმ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ ლოჯისტიკის, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საინჟინრო და ქიმიური, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სპეციალობის შესაბამისი განათლება ან/და გამოცდილება, 45 წლის ჩათვლით.საკონტრაქტო სამსახურში მოსახვედრად თქვენ გაივლით შემდეგ ეტაპებს:• რეგისტრაცია• სამედიცინო შემოწმება• საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT- 2თვე) BCT კურსის განმავლობაში, მიიღებთ ანაზღაურებას თვეში 500 ლარის ოდენობით.საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის დღიდან თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), განთავსებით, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით. სამსახურში გადანაწილების დროს, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ტერიტორიული პრინციპი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.რიგითის საწყისი ხელფასი შეადგენს 1530 ლარს. ანაზღაურება იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.ერთჯერადი დანამატები შეადგენს: პირველი 4-წლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ 8 000 ლარს (ხელზე ასაღები), ხოლო მომდევნო კონტრაქტების დასრულების შემდეგ (ხელზე ასაღები):2-წლიანი კონტრაქტისას - 6 000 ლარს, მეორე 4-წლიანი კონტრაქტისას - 16 000 ლარს;უმცროს ოფიცერთათვის - პირველი 5-წლიანი კონტრაქტისას - 10 000 ლარს;მეორე 5-წლიანი კონტრაქტისას - 20 000 ლარს. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე შეღავათებითა და პრივილეგიებით ისარგებლებს, როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორში. განაგრძეთ კითხვა
სხვა სიახლეები
სოციალური თემა • 1680257040
შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულები საპენსიო ასაკამდე სახელმწიფოსგან პენსიის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნდა.კერძოდ, როგორც დადგენილებიდან ირკვევა, შაქტებსა და მაღაროებში დასაქმებული პირები, საპენსიო ასაკამდე 5 წლით ადრე შეძლებენ პენსიის ოდენობის სოციალური დახმარების მიღებას ყოველთვიურად.დადგენილების მიხედვით, სოციალური დახმარების მიღების უფლება აქვთ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებულ პირებს, რომლებმაც მიაღწიეს 60 წლის ასაკს და სოციალური დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისთვის გააჩნიათ ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშაობის უწყვეტი სტაჟი და აგრძელებენ შრომით საქმიანობას მიწისქვეშა შახტებსა და მაღაროებში ან ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ წყვეტენ შრომით ურთიერთობას.რაც შეეხება შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულ ქალებს, ისინი ზემოთაღნიშნული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში სოციალური დახმარების მიღებას 55 წლის ასაკიდან შეძლებენ.აღსანიშნავია, რომ სოციალური დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება საპენსიო ასაკის მიღწევამდე, ხოლო შემდეგ შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულები ჩვეულებრივ სახელმწიფო პენსიის მიღებას შეძლებენ.
საზოგადოება • 1680256560
დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი 84 წლის გახდებოდა.მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი, რომელიც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ მოწყობილი გამოსვლების მონაწილე იყო, ზვიადთან შეხვედრის ისტორიებს იხსენებს.ლაურა რეხვიაშვილი: გიამბობთ, პირველად როგორ ვნახე. ფოსტასთან მივედით მე და ჩემი ქმარი. ქუთაისში უნდა დაგვერეკა. სანამ მანქანას დავაყენებდით, გავიხედე და მანქანიდან გადმოხტა ზვიად გამსახურდია. გვერდით ვიღაც ეჯდა.ერთ ხელში, მეორე ხელში, იღლიაში, ყველგან საქაღალდეები აქვს ამოჩრილი. მოდის, დაუცვივდა ეს ქაღალდები და ფურცლები მიმოეფანტა.გენიალური სცენაა. სასტუმრო "ივერიასა" და ფოსტა-ტელეგრაფს შორის, სად იყო და სად არა, კუდიანი ქარი დატრიალდა, ჭადრების ფოთლები დაატრიალა. აიტაცა ქაღალდებიც...ვაიმე, დათო, ზვიადია... გადავულაპარაკე. წადი, ფოსტაში რიგი დაიკავე, გამოდი და მივეხმაროთ-მეთქი. დავიწყე ქაღალდების აკრეფა. დავიხარე, ვკრეფ ქაღალდებს და ასე აკრეფა-აკრეფაში, მე და ზვიადი, სახეებით მივედით ერთმანეთთან. ბღუჯად მიჭირავს ქაღალდები... გამომართვა და ხელზე მაკოცა. წავედი, წავედიო და ფოსტის უკან წავიდა.მკლავს ინტერესი, მანქანაში ვინ ელოდება. ან რატომ არ გადმოვიდა და არ მიეხმარა ქაღალდების აკრეფაში-მეთქი. მივედი, ჩავიხედე მანქანაში და აღმოჩნდა, რომ უფეხო მძღოლი ჰყავდა...ამ სანახაობით შეპყრობილი ვიყავი. დათო ფოსტიდან გამოვიდა და მახსოვს, ველოდეთ ზვიადს, მაგრამ ისე წავედით, სადაც შევიდა, იქიდან არ გამოსულა.უკვე ზვიად გამსახურდია აბობოქრდა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა აქტიურ ფაზაშია და თეატრში, მე და ცოტნე ნაკაშიძე ვაკეთებთ პლაკატს წარწერით - "თუმანიშვილის თეატრი თქვენთანაა."წავედით, დავდექით გამზირზე, ეროვნული მოძრაობა აზვირთთა. მე ეს პლაკატი ამაყად მიჭირავს. სიკვდილის შიში რა მოსატანია. როგორები ვდგავართ, იცით? სიკვდილშიც ვერავინ გვაჯობებს!ტრიბუნაზე არავინ ჩანს, ხალხი ელოდება ზვიადს და მერაბს. მერე ვიღაცამ დაიძახა - მოდის..... გავიხედე და გადებული აქვს პლაკატი და მოუძღვება 31-ე საავიაციო ქარხნის ხალხს.ჩემს ცხვირწინ ჩაიარა და შემამჩნია. მიცნო იმ ფოსტასთან გადამხდარი ისტორიიდან. ხელი მომკიდა და წამობრძანდითო, მითხრა და წამიყვანა. სიხარულისგან გავგიჟდი. პლაკატის ტარი ვიღაცას მივაჩეჩე, დაიჭირე-მეთქი და წავყევი.მას შემდეგ მიტინგებზე დავდიოდი. რომ მომიძებნოს და არ ვიყო-მეთქი...? და სადაც დამაყენა, იმ ადგილს არ მოვშორებივარ. სულ იქ ვიდექი. დღე არ გამიცდენია.9 აპრილს დედა ავად იყო და უჩემოდ არ მოკვდეს-მეთქი და წავედი კახეთში. დედა გადარჩა, მე სწრაფად უკან გამოვიქეცი, და აქციაზე გვიან მისული, უკანა რიგებში აღმოვჩნდი... სიკვდილი რომ დაიძრა და ტალღა წამოვიდა და სიკვდილის ტალღამ ყველას რომ უნდა გადაგვიაროს, შედარებით ადვილად ვინ გაიქცეოდა? ვინც უკან ვიდექით. გავიქეცი და თეატრალურ ინსტიტუტში ავირბინე. სასწავლო სცენაზე ავვარდი და ფარდაში გავეხვიე...რას მივყავდი იქ, ზვიადთან და... იცით, დღეს სიტყვებმა ფასი და მნიშვნელობები დაკარგა. იმ შეკრებებზე თავისუფლების იდეას მივყავდი. იდეას, რომ ამ ჩვენი პატარა ქვეყნით, ცივილიზებულ სამყაროს ორგანულად დავბრუნებოდით. დღესაც ამ იდეის ერთგული ვარ.
მეცნიერება • 1680256020
ექიმებმა ბავშვის სქესის დაგეგმვის ახალი მეთოდი დაამტკიცეს
ამერიკელმა მეცნიერებმა ბავშვის სქესის დაგეგმვის ახალ მეთოდს მიაგნეს. ამ მეთოდის გამოყენება ემბრიონის ხელოვნურად გადანერგვის პროცესშია შესაძლებელი. მართალია, სიზუსტე ჯერ-ჯერობით 80%-ია, მაგრამ მომავალში სპეციალისტებს შედეგების გაუმჯობესების იმედი აქვთ.1300-ზე მეტ წყვილზე ჩატარებული კვლევის დროს მეცნიერებმა შეიმუშავეს გზა, როგორ გამოერჩიათ სპერმატოზოიდები, რომლებიც სქესზე პასუხისმგებელი გენების სპეციფიკურ კომპლექტს ატარებენ. მათ ბიომასალა X ქრომოსომის მატარებლებად (საიდანაც იბადებიან გოგონები) და Y ქრომოსომის მატარებლებად (საიდანაც იბადებიან ბიჭები) დაჰყვეს .ექსპერიმენტის შედეგად 16 ჯანმრთელი გოგონა და 13 ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა. ექიმები აღნიშნავენ, რომ ეს მეთოდი გენეტიკის მომავალია, რადგან ზოგიერთ გენეტიკურ დაავადებაში დაზიანებული გენის გადაცემა სწორედ ბავშვის სქესის მიხედვით ხდება. ამრიგად, შესაძლებელია არდაბადებული ბავშვის სქესის წინასწარ დაგეგმვა და სერიოზული გენეტიკური დაავადების თავიდან აცილება. მეთოდი საკმაოდ ეფექტური და უსაფრთხო აღმოჩნდა. მაგრამ როგორ მუშაობს ის? გამოდის, რომ სპერმატოზოიდებმა გარკვეული დახარისხება გაიარეს მრავალშრიანი სიმკვრივის გრადიენტში. X ქრომოსომის მქონე მამრობითი სასქესო უჯრედები უფრო მკვრივი იყო და დაბლა ილექებოდა, ხოლო Y ქრომოსომის მქონე უჯრედები უფრო მსუბუქი და ზედა ნაწილში რჩებოდნენ. ბუნებრივი კონცეფციით, ბავშვის სქესზე ზემოქმედება შეუძლებელია, რადგან ძალიან ბევრი ფაქტორი უკონტროლოა. მაგრამ ინვიტრო მეთოდით ეს სავსებით შესაძლებელია.მეცნიერები შიშობენ, რომ მათი მიღწევა ბავშვის სქესის განსაზღვრაში მშობლებმა ბოროტად არ გამოიყენონ. გარდა ამისა, ყოველთვის არის სქესის ხელოვნური გადარჩევის რისკი. ამიტომ ამ დროისთვის, ეს ეს მეთოდი მხოლოდ სქესთან დაკავშირებული გენეტიკური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით დაინერგება.
პოლიტიკა • 1680255627
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო არც წელს დაიმსახურებს კანდიდატის სტატუსს ეს არის შემაშფოთებელი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს არ არის იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც უნდა ზრუნავდეს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებზე.„ერთი მხრივ, საუბრობ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე და მეორე მხრივ, თავად უპირისპირდები კანდიდატის სტატუსს, გაუგებარია და ეს არის რადიკალური ოპოზიციის რიტორიკის გაგრძელება, რაც რბილად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელია. ჩვენ მოვისმინეთ ასეთი გაუგებარი განცხადებები მრავლად.რაც შეეხება კიდევ ერთ თემას, თითქოს მეორე ფრონტი არის კონსპირაცია, ამაზე მინდა, პრეზიდენტს მისი განცხადებები შევახსენო 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რას ამბობდა ის 2008 წლის ომის შესახებ, როგორ დაიწყო 2008 წლის ომი, ის იყო კონსპირაცია თუ რა იყო. იქნებ გაიხსენოს საკუთარი განცხადებები და ამის შემდეგ ისაუბროს მეორე ფრონტთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე. ეს კითხვა მაქვს ქალბატონი სალომეს მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სპორტი • 1680255540
MatchDay სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას ლომისის ბავშვთა სახლში მცხოვრები იოანე ჯიშკარიანზე, რომელსაც ფეხბურთი ძალიან უყვარს და ნაკრების თამაშებზეც ხშირად დადის, 2 აპრილს კი „ნაპოლისა“ და „მილანის“ თამაშს დაესწრება.„ფოტოზე იოანე ჯიშკარიანია. ახალ წელს ბუდუ ზივზივაძესთან ერთად ლომისის ბავშვთა სახლს როცა ვესტუმრეთ, იქ გავიცანით პატარა იოანეც, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს ფეხბურთი, ხშირად დადის საქართველოს ნაკრების მატჩებზე.ჩვენი სოციალური პროექტის ფარგლებში, იოანე ფეხბურთზე შევიყვანეთ - ის ს.კ უქიმერიონი / FC Uqimerioni-ში დადის. ისეთი გამორჩეული და ნიჭიერი ბავშვია, ამასთანავე მონდომებულიც, რომ ფეხბურთზე შესვლიდან 2-3 კვირაში აკადემიის პირველ გუნდში დააწინაურეს. ამას წინ დავაანონსეთ, რომ ძალიან კარგი ხალხის, ჩვენი ემიგრანტების ხელშეწყობით, Katerina Kiladze-ის დახმარებით იოანე ნეაპოლში გაემგზავრება და ხვიჩა კვარაცხელიას მატჩს დაესწრება. ჰოდა, დღეს დილით გაემგზავრა. ვენეცია, ვერონა, მილანი - ეს იმ ქალაქების ჩამონათვალია, რომელსაც იოანე ამ დღეებში დაათვალიერებს, 2 აპრილს კი ნეაპოლში, ნაპოლისა და მილანის მატჩს დაესწრება. ოცნებები ხდება.“ - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.