ვიდეოები

1747811762

დატბორილი ქუჩები და წყალში მოცურავე ავტომობილები - რა ვითარებაა ამ დროისთვის საფრანგეთში, სადაც წყალდიდობაა

წყალდიდობა საფრანგეთში - სანაპირო ქალაქ ლე ლავან-დუში, ძლიერი შტორმის გამო, ქუჩები დაიტბორა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი დაკარგულად ითვლება. 

წყალდიდობა საფრანგეთში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1747773456

კრედიტის ლიმიტი 200 000 ლარამდე იზრდება - დეტალები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის ლიმიტი ორმაგდება.კერძოდ, ამოქმედდა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე იზრდება.როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, ახალი პროდუქტები და მომსახურებები შესთავაზონ საკუთარ მომხმარებლებს. ამასთან, როგორც მარეგულირებელში განმარტავენ, ეს ნაბიჯი სექტორის გაჯანსაღებასაც შეუწყობს ხელს.ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროსესხების ლიმიტი ბოლოს 2017 წელს შეიცვალა, როცა ის 50 ათასიდან, 100 ათას ლარამდე გაიზარდა.საქართველოში 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, რომელთა საკრედიტო პორტფელების ჯამური მოცულობა 2 მილიარდ ლარს შეადგენს.აქედან სესხების 95% ფიზიკურ პირებზე მოდის. რაც შეეხება შემოსავლებს, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, მისოების საპროცენტო შემოსავლები 31 მილიონი ლარით, 463 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამასთანავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა წინა წელთან შედარებით 134 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს მაჩვენებელი კი 8 მილიონი ლარით მეტია 2023 წლის მოგებასთან შედარებით.

სხვა სიახლეები

ლოცვა

საზოგადოება 1751834357

5 ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება

5 ძლიერი ლოცვა უფლის მიმართ, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება:დამლოცე უფალო!წარმოთქვით ყოველთვის, როცა ღვთის კურთხევა გჭირდებათ. მაგალითად, სახლიდან გამოსვლისას, ასევე ახალი საქმის დაწყების..უფალო შემიწყალე!ეს ძალიან ძლიერი ლოცვაა, რომელიც მორწმუნე ადამიანს რთულ მომენტში და სახიფათო სიტუაციაში დაეხმარება. ის სულის დახმარებისკენაა მიმართული.დიდება უფალს!ამ სიტყვებს ვამბობთ, რომ უფლის მიმართ მადლობა გამოვხატოთ და განვადიდოთ. ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იმყოფება და გვეხმარება, ამიტომ მას მადლობა უნდა გადავუხადოთ და ვადიდოთ.დამეხმარე, უფალო!კიდევ ერთი ძალიან მოკლე ლოცვა, როცა უფლის დახმარება და მხარდაჭერა გჭირდებათ. მაგალითად, შეგიძლიათ მაშინ წაიკითხოთ, როცა რაღაც არ გამოგდით და სასოწარკვეთაში ვარდებით, ან სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავთ.მადლობა უფალო!გიჭირს? გილხინს? გიხარია? გტკივა? ყოველთვის მადლობა შესწირე უფალს და წყალობა ღვთისა იქნება შენთან.

gveli

რჩევები 1751834252

„ეს 100%-იანი თავდაცვის საშუალება არ არის!“ - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გველს გადაეყარეთ ან დაგკბინათ

თბილი და მზიანი დღეების მოახლოებასთან ერთად აქტიურდება ქვეწარმავლების გამოღვიძების სეზონიც. გველები აქტიურდებიან ზაფხულის ცხელ დღეებში და სასურველია, მოვერიდოთ მაღალი ბალახით დაფარულ ტერიტორიას. ასევე იმ ადგილებს, სადაც ბევრი მღრნელი და ბაყაყია, სწორედ ასეთი გარემო იზიდავს მათ.გველი, ძირითადად, მარტის ბოლოდან აქტიურდება. მიუხედავად იმისა, რომ უმთავრესად ღამით გამოდის სანადიროდ, გაზაფხულზე დღისითაც შეიძლება შეგვხვდეს. ადამიანების ნაწილი ცდილობს მის მოკვლას, ნაწილი გარბის, ნაწილიც შეშდება, მაგრამ როგორც ამბობენ, მას ჩვენი ეშინია, შესაბამისად, უნდა გავერიდოთ.ჰერპეტოლოგ რატი მამუკაშვილის განმარტებით, გველები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გააქტიურდნენ, ზოგ ადგილზე მეტია, ზოგან შეიძლება ნაკლებად შეგვხვდეს, თუმცა, განსაკუთრებული მომრავლება არ შეინიშნება. „თბილისში 15 სხვადასხვა სახეობის გველი ცხოვრობს, საიდანაც 2 შედარებით საშიშია, გიურზა და ცხვირქოსანა გველგესლა. გიურზას გავრცელების არეალი თბილისის შემოგარენშია, ცხვირქოსანასი - თრიალეთის ქედისა და თბილისის შემოგარენში. გიურზა თბილისის რამდენიმე უბანშიც შეინიშნება, არც თუ ისე ბევრი. თუ განვლილ წლებსა და სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, მათი კბენის ფაქტებიც ძალიან იშვიათია. ძირითადად, ცხოველების დაკბენის ფაქტები ვლინდება ცხოველებში, ძაღლებში და ა.შ.როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ქვეწარმავალმა ჩვენ, ან ჩვენს ოთხფეხა მეგობარს უკბინა:ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა ნაკბენი ექიმს/ვერ-ექიმს ვაჩვენოთ, რომ შეფასდეს მისი ჭრილობების სიმძიმე, დასადგენია, რომელმა სახეობის გველმა უკბინა.ადამიანს აქვს 3-დან 5-საათამდე იმისთვის, რომ ნაკბენის შემთხვევაში უახლოეს სამედიცინო დაწესებულებამდე მივიდეს და აღმოუჩინონ დახმარება, ძაღლების შემთხვევაში შედარებით ნაკლები დროა ამისთვის. საავადმყოფომდე მისვლამდე უნდა გავაკეთოთ:დავწვეთ ჰორიზონტალურად, უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე და მივმართოთ უახლოეს საავადმყოფოს.რომელ ადგილს უნდა მოვერიდოთ/მოვაწესრიგოთ იმისთვის, რომ ქვეწარმავალს არ წავაწყდეთ:ქვეწარმავლები სარგებლობენ ნაპრალებით, მიუვალი ადგილებით, ნათაგურებით, სადაც თავს შეაფარებენ, მიიწევენ გამზადებულ ადგილებისკენ, რადგან ამას თვითონ ვერ აკეთებენ. ეძებენ ისეთ უსაფრთხო ადგილებს, როგორიცაა: სამშენებლო ნარჩენების ქვეშ დაყრილი ბლოკები, ხის მასალები, ამიტომ საჭიროა, რომ ნარჩენებს მივხედოთ და ისე დავალაგოთ, გველს თავის შესაფარებელი არ ჰქონდეს. მეორე, საჭიროა დიდი ბალახის მოთიბვა, რომ აქაც ვერ შეძლოს დამალვა.შემდგომ საჭიროა შეწამვლითი სამუშაოების ჩატარება, გველების დამაფრთხობელით იწამლება. ბაზარზე არსებობს რამდენიმე საშუალება, როგორც ქართული, ასევე უცხოური, რომლითაც ტერიტორიის დამუშავება ხდება. თუმცა, ხაზგასმით ეს  100%-იანი თავდაცვის საშუალება არ არის, თუმცა, შედარებით ეფექტური მაინცაა.როცა ჩავატარებთ კომპლექსურ სამუშაოებს, როცა სამშენებლო ნაგავს დავასუფთავებთ, ბალახს მოვაწესრიგებთ და როცა შევწამლავთ ბიოლოგიური პრეპარატებით რისკი მინიმუმადე დაყვანილი იქნება.ვის უნდა მივმართოთ გველების დანახვის შემთხვევაში:მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ფასიანი მომსახურება აქვს, რომელიც 4 კატეგორიას მოიცავს და ღირებულება 7 თეთრიდან 1,50-ს შეადგენს. ასევე, ადგილობრივი გამგეობების მიმართვის საფუძველზე საჭირო მომსახურება უფასოდაც ხორციელდება.მეთოდი - როგორ შევინარჩუნით სიმშვიდე ქვეწარმავლის დანახვის შემთხვევაშიუნდა აღვნიშნო, რომ ქვეწარმავლები, გველები, ბუნებაში ოდითგანვე ცხოვრობდნენ,  ყოველთვის იყვნენ და იქნებიან, მათი დანახვის შემთხვევაში პანიკაში არ უნდა ჩავცვივდეთ.იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა დაინახა გველი, არ გააკეთონ მკვეთრი მოძრაობები, საჭიროა გაუნძრევლად ყოფნა. თუ პირისპირ მოუწევთ შეხვედრა, უმჯობესია, ადამიანი გაჩერდეს და შორი-ახლოდან ადევნოს თვალი, შემდეგ უკან ნელი ნაბიჯებით დაიხიოს, რადგან თავდასხმად არ აღიქვას.“ - განაცხადა „პრაიმტაიმთან“ რატი მამუკაშვილმა.

მარხვა

საზოგადოება 1751833930

როგორ უნდა შეამოწმოს ადამიანმა საკუთარი თავი, სწორად მარხულობს თუ არა

აკრძალული პროდუქტების არმიღება არ არის მარხვაში საკმარისი. უნდა წავიკითხოთ ეკლესიის მამათა სწავლებები, მაგალითად, იოანე სინელის „კიბე“, რათა მარხვის დროს სულმა ასეთი სწავლებებით დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები. მარხვის დროს განსაკუთრებით გემოთმოყვარეობის, ნაყროვანების ცოდვაში ვცვივდებით, ეს კი, თავისთავად, უამრავ სხვა ცოდვას შობს, რაც კარგად აქვს აღწერილი იოანე სინელს თავის „კიბეში“. სწორედ ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).– როგორ უნდა შეამოწმოს ადამიანმა საკუთარი თავი, სწორად მარხულობს თუ არა?„კარგად უნდა გადახედოთ საკუთარი ცხოვრების წესს. თუ მრისხანებაში ხართ, განკითხვაში, ბევრს ლაპარაკობთ, ჭორაობთ, ესე იგი, არასწორად მარხულობთ. მესამე არის კადნიერება – ადამიანი, რომელიც ნაყროვანებაში, მცონარებაშია, კადნიერი ხდება მოძღვართან, მშობელთან, მეგობართან, ხელმძღვანელთან, თანამშრომელთან. ხშირად ამბობენ, არ შემიძლია, სიმართლე რომ არ ვთქვა, თავს ვერ ვიკავებო. სიმართლე უთხარი საკუთარ თავს, დას, ძმას, მშობელს – ისიც, თუ შეგიძლია და ამის მზაობა გაგაჩნია. უპირველეს ყოვლისა კი საკუთარ თავს უნდა უთხრა, რომ უსაქმურობაში ხარ, მცონარე ხარ და სხვადასხვა ვნებას დაატარებ. კადნიერებას მოჰყვება განცხრომა. როდესაც ადამიანი მარხვაზეა, მაგრამ, მუდმივად დადის წვეულებებზე, დაბადების დღეებზე, ქორწილებში და სახლშიც ცდილობს, ყველაფერი გაამარტივოს, გააუბრალოოს და კომფორტული ცხოვრება მოიწყოს. განცხრომას კი მოჰყვება სიცილი, აქ საუბარია უჯერო, უადგილო სიცილზე.სიცილის შემდეგ კი მოდის კამათი, თან, არასაღვთო კამათი. დღეს ყველაფერზე კამათობენ, უაზრო საკითხებზე, პოლიტიკაზე – ჩვენ ხომ დღემდე პოლიტიკით ვცხოვრობთ. სამწუხაროა, მაგრამ, ბევრი მოძღვარიც მინახავს სუფრასთან, საზოგადოებაში 24 საათი პოლიტიკაზე რომ ლაპარაკობს. მოძღვრის მოვალეობა ღვთისმეტყველება, ლოცვა, მარხვა და მრევლისთვის პირადი მაგალითია. კამათს კი მოსდევს გულქვაობა. როცა შენ დაიღლები ოჯახის წევრთან ან ახლობელთან კამათით, მერე ის გეზიზღება და გულქვა ხდები მის მიმართ. როცა ვინმე გეზიზღება, მართლმადიდებელი აღარ ხარ, ცოდვილი ხარ – კი არ უნდა გძულდეს, უნდა გეცოდებოდეს; გულქვაობას კი მოჰყვება ურჩობა, ანუ, ყოველგვარი დამორჩილება წყდება.ურჩობას კი მოჰყვება ულმობლობა – შენში აღარაფერია ადამიანური, არავის აღარ ინდობ. ულმობელობის შემდეგ კი ადამიანი დაბნეული ხდება, ვეღარ გაუგია, ვინ ვინ არის, ვის მოუსმინოს და შესაბამისად, კარგი მრევლი ხდება არა წმინდა სულისთვის; მეთერთმეტეა სიამაყე და გონების სიციარიელე. ნახეთ, საბოლოოდ სადამდე მივყავართ ამ ვნებას. ბოლო, მეთორმეტე არის წუთისოფლის სიყვარული: თუ გინდა, რომ კარგად ჭამო, სვა და, გაერთო, უნდა დაუძმობილდე წუთისოფელს, გემოთმოყვარეობას. თუ ადამიანმა ვერ მოიპოვა სულიწმიდის მადლი, ის ვერ დაამარცხებს იმ ცოდვებს, რომლებიც ჩვენ ჩამოვთვალეთ. ასე რომ, გავაგრძელოთ მარხვა, ლოცვა, მეტანიები, სინანული, რომ მოვიპოვით სულიწმიდის მადლი, რომელიც ჩვენი მაცხოვნებელია.

ალექსანდრა პაიჭაძე

საზოგადოება 1751833836

„საჩუქარი ჩემი ყოფილისგან...“ - რა კადრებს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს საჩუქრის კადრებს, რომელიც ყოფილმა გაიგზავნა.„საჩუქარი ჩემი ყოფილისგან... მადლობა. იყავი ჯანმრთელი და მდიდარი, ყოველთვის, “ - წერს პაიჭაძე.           View this post on Instagram                       A post shared by ALE (@aleksandrapaich)

სირიუსის ვარსკვლავი

ასტროლოგია 1751833708

„ეს დღეები კარგია ფსიქოლოგიური სეანსებისა და ემოციური რელაქსისთვის...“ - რას ამბობს ასტროლოგი „სირიუსის“ ვარსკვლავზე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს. ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც „სირიუსის“ ვარსკვლავზე საუბრობს:„რაც შეეხება ყველასათვის საყვარელ და ნაცნობ „სირიუსის“ ვარსკვლავს: რამდენს მოგწონთ ცაზე მუდამ მანათობელი ლამაზი ნატურა? ამ ვარსკვლავის დანახვა დედამიწის ყველა რეგიონიდან შეიძლება, ესაა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, რომელსაც აქვს ძლიერი ენერგია და ეწოდება „მცხუნვარე“. სირიუსი აღნიშნავს უზარმაზარ შემოქმედებით ნიჭს და უნარებს. იძლევა პატივს, პოპულარობას, ენთუზიაზმს, ერთგულებას, ვნებას, შეუძლია რომ ადგლობრივები მისი მფარველები და კურატორებიც კი გახდნენ.უარყოფითად განვითარებისას ეს ადამიანში ან ადამიანებში იძლევა ფსიქოზურ, ჭირვეულ პიროვნებას, რომელიც საშიშია საკუთარი თავისთვისაც კი. სირიუსის ვარსკვლავი, სხვათა შორის, ბრაზილიის დროშაზეც გამოსახულია. ძველი ეგვიპტელების ცნობით კი, ყოველი წლის 5 ივლისს, როდესაც მზე და სირიუსი ერთმანეთს შეუერთდებოდნენ ეს ნილოსის ადიდებას მოასწავებდა. ძველი ბერძნებისთვის კი მისი გამოჩენა ცხელი დღეების მოახლოების ნიშანი იყო. ძველი სპარსული წყაროების თანახმად კი სირიუსი აღმოსავლეთის მეთაურადაა ცნობილი.სირიუსი (ინგლისური „სერ“ მომდინარეობს ამ სიტყვიდან) „ვერგილიუსი“ კი ამბობს, რომ სირიუსი „მავნე სიცხეებით აზიანებს ცას“. ასე და ამგვარად, სირიუსი კირჩხიბის ნიშნის ყველაზე საინტერესო და გამორჩეული ვარსკვლავია, მზისა და სირიუსის დაახლოება 5-7 ივლისს ხდება ხოლმე.ეს დღეები ძალიან კარგია ფსიქოლოგიური სეანსებისა და ემოციური რელაქსისთვის, ლოცვისთვის, საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და იდეების ჩასახვისთვისაც! გისურვებთ წინსვლებს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.