„ყველაფერი უნდა გამევლო, რომ მივმხვდარიყავი – თურმე, სახლში ყოფნას არაფერი სჯობს...“ – როგორ ცხოვრობენ ამერიკაში სოსო და კოტიკო თოლორაიები

სოსო და კოტიკო თოლორაიები

მერიკო კარტოზიას გადაცემა – „ერთი ამბავი მერიკოსთან“ ძმებ თოლორაიებს აშშ-ში ესტუმრა და გადაცემის მორიგ ეპიზოდში მათს ამერიკულ ცხოვრებაზე მოგვიყვება, მანამდე კი, როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, ძმებს ქართველი მაყურებლისთვის ბევრი თავგადასავალი აქვთ მოსაყოლი.

„ყველაფერი უნდა გამევლო, რომ მივმხვდარიყავი – თურმე, სახლში ყოფნას არაფერი არ სჯობს“, – აღნიშნავს სოსო თოლორაია.

„ამერიკა, პირველ რიგში, ძალიან ახლოს გაცნობს შენს თავს და გარშემომოყოფებს. ტრაილერზე ერთად ვმუშაობდით, ხან გზა გვეშლებოდა, ხან ვიღაცის ეზოში შევიდოდით ხოლმე.

5 წელი ვიცოდი, რომ ღამე ვერ ხედავდა, რომ შებნელდებოდა, ვეუბნებოდი, გადმოდი-მეთქი [საჭიდან], გადმოდიოდა და იძინებდა. [შემდეგ აღმოვაჩინე] ღამე ფანტასტიკურად ხედავს – არწივთვალა შევარქვი“, – ჰყვება კოტიკო თოლორაია.