სმიტების მკვლელობაში ბრალდებულს ახალი ადვოკატი ჰყავს - "საქმეში სხვა პირები ფიგურირებენ"

11:41 07-12-2018
353

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ახალი ადვოკატი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იბერია" ავრცელებს. ოჯახის გადაწყვეტილებით, საქმეში ადვოკატი დავით გირგვლიანი ჩაერთო. ამ დრომდე ბრალდებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატები იცავდნენ.

ამ წუთებში დავით გირგვლიანი მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხვდება, მანამდე კი "იბერიას" ახალ ამბებთან საუბრისას განაცხადა, რომ სმიტების მკვლელობის საქმეში სხვა პირების დანაშაული იკვეთება. 

"ოჯახის სურვილით, გუშინ ჩავერთე საქმეში. ვფიქრობ, რომ ამ საქმეში სხვა პირები ფიგურირებენ. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმაც თავად ისაუბრა ორ უცხოელ ტურისტზე. გამოძიებამ უნდა დაადგინოს იმყოფებოდნენ თუ არა შემთხვევის ადგილზე სხვა ტურისტები", - ამბობს "იბერიასთან" საუბრისას ადვოკატი დავით გირგვლიანი. 

შეგახსენებთ, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მალხაზ კობაურს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.