დემნა გვასალიას ახალი კოლექცია ქართული წარწერებით

12:07 07-02-2018
94

ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ, პარიზში ახალი კოლექცია წარადგინა. VETEMENS SS 2019 ქართული თემატიკითაა შექმნილი. დემნა გვასალიამ ახალ კოლექციაში ქართული წარწერები და საქართველოს დროშაც გამოიყენა.

დიზაინერმა სპეციალური აპლიკაცია შექმნა, რომელიც ტანსაცმელზე განთავსებული კოდების დასკანერების შემდეგ, მომხმარებელს Wikipedia-ს შესაბამის გვერდზე გადაიყვანს, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აფხაზეთის ომის და ქართველთა გენოციდის ისტორიას.