ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

როგორ უნდა დაიცვათ თქვენი იღბალი და ენერგეტიკა

რჩევები 1714110066

„არავის არ მისცეთ თქვენს ზურგს უკან დიდხანს გაჩერების უფლება...“ - როგორ უნდა დაიცვათ თქვენი იღბალი და ენერგეტიკა ფენ-შუის სპეციალისტების რჩევები

„ქარისა და წყლის მართვის ხელოვნება“ ანუ ფენ-შუი – უძველესი დაოისტური პრაქტიკაა, რომელიც სივრცის სიმბოლურ ორგანიზებას სწავლობს, რადგან თვლის რომ სწორედ გარემო განსაზღვრავს ადამიანის ენერგეტიკას და მის ბედისწერას.ფენ-შუის მიმდევრები, რომელთა მიზანს „ცი“-ს დადებითი ენერგიების მოძიება და მაქსიმალური სარგებლით გამოყენება წარმოადგენს, ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ იღბალს, ამიტომ ე.წ. „კანონზომიერი გამართლების“ საკუთარი წესები შეიმუშავეს და რამდენიმე საინტერესო თავისებურება გამოჰყვეს.ოთახის კუთხეებიიღბლის მოსაზიდად და წარმატების შესანარჩუნებლად მოერიდეთ ოთახის კუთხეებს. თუ დივანი ან სამუშაო მაგიდა კუთხეში გაქვთ მოთავსებული, არ ღირს სკამის ან სავარძლის ზუსტად ცენტრში დადგმა, უმჯობესია ოდნავ გვერდით ჩასწიოთ. მოერიდეთ იმ ადგილას დიდხანს ჯდომას ან დგომასაც, სადაც კუთხე პირდაპირ თქვენ „გიყურებთ“, რადგან ფენ-შუის თანახმად, ენერგოვამპირის მსგავსად კუთხეც ადამიანის ენერგიით „იკვებება“.სარკეფენ-შუის სპეციალისტები კატეგორიულად კრძალავენ გატეხილი ან გაბზარული სარკის სახლში გაჩერებას, რადგან დაზიანებულ სარკეში საკუთარი გამოსახულების თვალიერება არა მხოლოდ სასიცოცხლო ენერგიას, არამედ ადამიანის ჯანმრთელობასაც ანგრევს. არ შეიძლება არც ნახატით ან ორნამენტით გაფორმებული სარკისებრი ზედაპირით სარგებლობა, რადგან ამგვარი გაფორმება ნაწილებად ამტვრევს სივრცეს, რაც ნეგატიურად აისახება ცხოვრების ყველა სფეროზე.მეტად ეფექტურია მცირე ზომის სარკის ჯიბით ტარებაც, რომელიც უიღბლობისა და ნეგატიურად განწყობილი ადამიანებისგან დაგიცავთ. ფენ-შუის პრაქტიკოსების მტკიცებით, სარკისებრი ზედაპირი მტრების, მოშურნეების მძიმე, ნეგატიურ ენერგიას აირეკლავს და მათვე უბრუნებს უკან, სახლის უარყოფითი ენერგიისგან დასაცავად კი, მრგვალი ან ოვალური სარკე გამოიყენეთ, რომელსაც ფანჯრის ან ბინაში შესასვლელი კარის თავზე დაკიდებთ.კარის ზღურბლიკარის ზღურბლი ერთგვარი საზღვარია ორ სამყაროს – თქვენს სახლში „დამკვიდრებულ“ ენერგეტიკასა და გარე სამყაროს მუდმივად ცვალებად ენერგიებს შორის. წარმოსახვითი საზღვრის ნებისმიერ მხარეს გადაკვეთისას კი, სწრაფად იცვლება და იხარჯება ენერგია, ამიტომ ჩინელი ბრძენები კატეგორიულად კრძალავენ ზღურბლზე ანუ ორ სამყაროს შორის საზღვარზე საუბარს, მისალმებას და დამშვიდობებას, საგარეო ან საშინაო ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ჩაცმას.გზიდან დაბრუნებაარ ღირს არც უკან დაბრუნება თუ სახლიდან გასასვლელად მომზადებულმა ზღურბლს გადააბიჯეთ, რადგან ისევ ის წარმოსახვითი საზღვარი უნდა გადაკვეთოთ, რომელიც ორ ენერგეტიკულ სივრცეს ჰყოფს, ანუ მოგიწევთ გაუთვალისწინებელი ნახტომის გაკეთება ერთი სამყაროდან მეორეში, რითაც არა მხოლოდ სამყაროს დაუნგრევთ გეგმებს, არამედ ენერგიასაც ფუჭად დახარჯავთ. იმ შემთხვევაში, თუ იძულებული გახდით დაბრუნდეთ, რამდენიმე წუთით შეყოვნდით სახლში და მიეცით ენერგიას აღდგენის საშუალება, რადგან სხვაგვარად დღის მანძილზე დაგეგმილი ყველა საქმე მარცხით დასრულდება.დაუცველი ზურგიარავის, მათ შორის არც ახლობლებს არ მისცეთ თქვენს ზურგს უკან დიდხანს გაჩერების უფლება, რადგან ზურგი ყოველთვის დაუცველია და არა მხოლოდ ინსტინქტურ დისკომფორტს, არამედ ენერგიის გადინებასაც იწვევს. მეტიც, ადამიანის, თუნდაც ძალიან ახლობლის დიდხანს და რეგულარულად თქვენს ზურგს უკან დგომა სერიოზულად გაზარალებთ და აუცილებლად ენერგეტიკულად გამოგფიტავთ. ნახეთ სრულად

პოლონეთის მთავრობამ ფერმერებისთვის ფინანსური დახმარების გეგმა დაამტკიცა

მსოფლიო 1714110039

პოლონეთის მთავრობამ ფერმერებისთვის ფინანსური დახმარების გეგმა დაამტკიცა

პოლონეთის მთავრობამ ფერმერებისთვის ფინანსური დახმარების გეგმა დაამტკიცა. ფერმერები, რომლებმაც მარცვლეული პირველი იანვრიდან 10 მარტამდე გაყიდეს, ტონაზე 200 ზლოტის ოდენობით სუბსიდიას მიიღებენ, ხოლო ფერმერები, რომლებიც მარცვლეულს 11 მარტიდან ყიდიან და ვაჭრობას მაისის ბოლომდე გააგრძელებენ, ტონაზე 300 ზლოტს მიიღებენ.პოლონელმა ფერმერებმა საპროტესტო აქციები გასულ წელს დაიწყეს. ისინი უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეუზღუდავი ექსპორტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ევროკავშირისგან გარემოს დაცვის რეგულაციების შემსუბუქებას მოითხოვდნენ.

შოლცი

მსოფლიო 1714109978

საფრანგეთს და გერმანიას ერთად სურთ ევროპა ძლიერი დარჩეს, მხარს ვუჭერთ სუვერენულ და ინოვაციურ ევროკავშირს - შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მხარი დაუჭირა სორბონის უნივერსიტეტში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებულ განცხადებას.„საფრანგეთს და გერმანიას ერთად სურთ, ევროპა ძლიერი დარჩეს. თქვენი სიტყვა შეიცავს კარგ იმპულსს ამის მისაღწევად. ჩვენ ერთად წავწევთ წინ ევროკავშირს პოლიტიკურად და ეკონომიკურად. მხარს ვუჭერთ სუვერენულ და ინოვაციურ ევროკავშირს. გაუმარჯოს ევროპას!’’, - წერს შოლცი სოციალურ ქსელში.მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, სორბონის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპამ უნდა გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები და აჩვენოს, რომ ამერიკის ვასალი არ არის.

ამერიკის უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გრძელდება

მსოფლიო 1714109937

ამერიკის უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გრძელდება

ამერიკის უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გრძელდება. დაძაბულობამ მას შემდეგ იმატა, რაც გასულ კვირას სტუდენტებმა კამპუსებში კარვები გაშალეს და უნივერსიტეტების ხელმძღვანელობას მოუწოდეს, დისტანცირდნენ ყველა იმ კომპანიისგან, რომლებიც ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებებს უჭერენ მხარს, ან ისრაელის სამხედრო კამპანიიდან მოგებას იღებენ.აქციები გაიმართა იელის, კოლუმბიის, ჰარვარდის, მასაჩუსეტსის, სამხრეთ კალიფორნიისა და სხვა ცნობილ უნივერსიტეტებში. პოლიციამ სტუდენტები ძალის გამოყენებით დაშალა და ასობით აქტივისტი დააკავა.

ვენეცია

მსოფლიო 1714105800

ვენეციამ ერთი დღით ჩასული ტურისტებისთვის გადასახადი დააწესა

25 აპრილიდან ვენეციაში ერთი დღით ჩასულ ტურისტებს, რომელთა ასაკიც 14 წელს აღემატება, 5 ევროს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ France24 წერს.გამოცემის ინფორმაციით, 2024 წელს თანხის გადახდა ტურისტებს მხოლოდ 29 ყველაზე დატვირთული დღის განმავლობაში მოუწევთ - საუბარია უქმეებზე და მაისიდან ივლისის ჩათვლით დღესასწაულებზე. გადახდა ქალაქში შესვლისას უნდა განხორციელდეს. ბილეთის ყიდვა, რომელიც QR-კოდის სახით იქნება ხელმისაწვდომი, ადგილზე არის შესაძლებელი. ვენეციაში ბილეთის გარეშე შესვლისთვის ტურისტს ჯარიმის გადახდა მოუწევს, რომლის ოდენობაც 50-300 ევროა.ვენეციის მთავრობა ამ ზომის შემოღებას ჯერ კიდევ სექტემბერში გეგმავდა. ასე მათ სურთ დაარწმუნონ ტურისტები, რომ ვენეციას ნაკლებად დატვირთულ დღეებში ესტუმრონ. ერთი წლის განმავლობაში ვენეციაში, რომლის მოსახლეობაც 50 ათასს შეადგენს, 3,2 მილიონი ტურისტი ჩადის.