ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

aqcia

პოლიტიკა 1714683849

აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე საავტომობილო გზის გარკვეული ნაწილი საბურავებით და ქვებით ჩახერგეს

აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე საავტომობილო გზის გარკვეული ნაწილი საბურავებით და ქვებით ჩახერგეს.მანამდე აქციის მონაწილეებს გმირთა მოედანზე რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო გზა ჰქონდათ გადაკეტილი და მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.გმირთა მოედნის ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

წითელი პარასკევი

რჩევები 1714683570

რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს

წითელი პარასკევი ქრისტიანებისთვის მთელი წლის მანძილზე ყველაზე მძიმე დღეა.სასულიერო პირების თქმით, ამ დღეს არ შეიძლება თავაშვებულობა, უქმად დროის ფლანგვა, გაბრაზება, გაღიზიანება. უაზროდ ფუსფუსი, სიმღერა და გართობა.უმჯობესია საოჯახო საქმე გადადოთ. ეს დღე საუკეთესოა მარხვისა და ლოცვისთვის.ყველა საქმე უნდა შეასრულოთ იმის გააზრებით, რომ ამ დღეს ჯვარზე აცვეს და აწამეს იესო ქრისტე.რაც შეეხება ჭამას: გარდამოხსნამდე არ შეიძლება საერთოდ არაფრის მიღება. შემდეგ შეიძლება მცენარეული საკვების მიღება. არ შეიძლება ცხოველური საკვების მიღებაც, ხორცის, თევზის, კვერცხის და რძის პროდუქტების.ამ დღეს ღვინის დალევაც აკრძალულია. წითელ პარასკევს იღებება კვერცხი.

ამინდი გაუარესდება

საზოგადოება 1714683397

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

2 მაისს ქუთაისში +21 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.ფოთში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.ჭიათურაშიც წვიმს. დღე +23 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 10 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.გორში დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.გუდაურში იწვიმებს, დღე +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +22, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.რუსთავში დღისით +26 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

დიმიტრი ხუნდაძე

პოლიტიკა 1714683372

სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ "პარტნიორმეგობრობაზე" მინდობა არასერიოზული და სახიფათოა, ასეთი დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ უკრაინაში - დიმიტრი ხუნდაძე

დღეს დემოკრატიის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უზღუდავენ და ამას საკუთარი ხელით აკეთებინებენ იმ თაობას, რომელიც ყველა დროს, ყველაზე ხმამაღლა ითხოვდა დამოუკიდებლობას, - წერს " ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე, სოციალურ ქსელში.მისი განცხადებით, ქართულ კანონს სწორედ იმიტომ არქმევენ რუსულს, რომ "დაუძინებელ მეგობრებს" ქვეყნის მართვის ბერკეტი ხელიდან ეცლებათ."დღეს დემოკრატიის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უზღუდავენ და ამას საკუთარი ხელით აკეთებინებენ იმ თაობას, რომელიც ყველა დროს, ყველაზე ხმამაღლა ითხოვდა დამოუკიდებლობას.ქართულ კანონს სწორედ იმიტომ არქმევენ რუსულს, რომ შავი ფულით ქვეყნის მართვის ბერკეტი ხელიდან არ გაუშვან. ჩვენი "დაუძინებელი მეგობრები" სწორედ ამიტომ არიან შეშფოთებულები და არა იმიტომ, რომ ქვეყანას უკეთეს მომავალს უსურვებენ.ემოციების ამარა ქვეყნის მომავლის დატოვება და სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ "პარტნიორმეგობრობაზე" მინდობა არასერიოზული და სახიფათოა.ასეთი ნდობისა და დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ უკრაინაში, რაც საქართველოსთვის არ მემეტება. ფრთხილად საქართველო !" - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

gia abashidze

პოლიტიკა 1714682727

გია აბაშიძე - აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. "რუსულ კანონს" და ვითომ "რუსულ რეჟიმს", თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან

 “პარლამენტის უაზრო პიკეტირების შემდეგ, ნაცსექტის იდეოლოგიური მეგზურობით, პროტესტის გამომხატველებმა გმირთა მოედნის გადაკეტვით ხელისუფლებას კი არ შეუქმნეს პრობლემა, არამედ საკუთარ თანამოქალაქეებს”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.როგორც ანალიტიკოსი წერს, ერთის მხრივ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვცხოვრობთ თვითმართალთა ეპოქაში. მეორეს მხრივ, გულის სიღრმეში, ეს ადამიანები, რომლებსაც უყვართ საკუთარი თავი და სურთ პოზიციონირება ან მისი განმტკიცება საზოგადოებაში, თუნდაც მათ ვიწრო გარემოცვაში ან სულაც მედიაში, არიან სხვის მიერ ოსტატურად დამორჩილებული, მეტწილად კომპლექსიანი და მშიშარა პერსონაჟები. “პარლამენტის უაზრო პიკეტირების შემდეგ, ნაცსექტის იდეოლოგიური მეგზურობით, პროტესტის გამომხატველებმა გმირთა მოედნის გადაკეტვით ხელისუფლებას კი არ შეუქმნეს პრობლემა, არამედ საკუთარ თანამოქალაქეებს. ამ სამარცხვინო, არაფრისმომცემ აქციაში ნაცგობლინების გარდა რომ შეცდომაში შეყვანილნი, ჭკუათხელები, "შავი ფულის" არხების დამკარგავნი, რევანშისტები, სხვის ფეხის ხმას აყოლილები თუ მათზე ბულინგის განხორციელების პანიკურად მოშიშნი არიან, არაა გასაკვირი. თუმცა, სუბიექტურად განვიხილავ რამდენიმე ტიპაჟს (ზოგი ცალკე კატეგორიაშია, ზოგში mix-ია) ამ სიგიჟეში მონაწილეობის კონტექსტში: - გაუაზრებელი ახალგაზრდები, რომლებსაც უბრალოდ სურთ იყონ იქ, სადაც action-ია (მოქმედებაა). თუმცა, ასეთი პერსონაჟები არიან ყოველგვარი მტკიცე ერთგულების გარეშე. - ღრმად ჩაბნელებული სულის მქონენი, რის გამოც ასეთებს "ყველაფერში დამნაშავე" ხელისუფლებაზე შურისძიება ამოძრავებთ. ზოგიერთ ასეთ ადამიანს არ შეუძლია ნორმალური სოციალიზაცია, შეიძლება თანდათან გადავიდეს ბოდვებში, ფანტაზიებში, თავი მიაჩნია სხვებზე უკეთესად და სამყარომ მის გარშემო უნდა იტრიალოს. - თავშეკავებული ადამიანი, რომელიც დარწმუნებული არ არის საკუთარ ღირებულებაში, უარს ამბობს თავის ბუნებრივ ცხოვრებისეულ გამოხატულებაზე, მძიმედ შეფერხებულია საკუთარი გამოუხატავი შფოთვით, მაგრამ ოცნებობს მზრუნველ სოციუმზე, სადაც საბოლოოდ შეიძლება გაბედოს გათავისუფლება და გრძნობების გაცვლა სხვებთან. - დამოუკიდებელი და რაციონალური თვალსაზრისის გამოუხატავი, რომელიც ნებდება ზეწოლას და ირაციონალურობას ემორჩილება. მედიაში, სოცქსელებში დეზინფორმაციით ნასვამი თავს იწონებს სოლიდარობის რეპეტიციურ გამოვლინებებში.ის თავს არიდებს მის უშუალო გამოწვევებსა და პრობლემებს. კონკრეტული ჯგუფი ხდება მისი ცხოვრების (დროებითი) თავშესაფარი. მას არ სჭირდება საკუთარ თავზე ფიქრი ან მოქმედება. იმისთვის, რომ მისი პოზიცია იყოს მისაღები, მან უნდა გაიზიაროს და ატირაჟიროს ამ ჯგუფის ნარატივები. მორალი ეფექტურად გადადის ამ ინდივიდის სინდისიდან მის ჯგუფზე. - ზოგიერთი ადამიანი, რომელიც შორსაა პოლიტიკური ელიტისგან, არის ზედმეტად უკომპრომისო (ან ექსცენტრიკული) რეალური გადაწყვეტილების მიმღებებთან მიმართებაში. მასთან დიალოგი და მშვიდი, კონსტრუქციული დისკუსია შეუძლებელია. სოციალურად არაადაპტირებულია და ამოძრავებს არსებული ღირებულებებისა და ფასეულობების, ხელისუფლების, მისი მომხრეების დაუოკებელი სიძულვილი და ავადმყოფური ამბიცია ამ ყველაფრის განადგურების, მათზე შურისძიების და დომინირების, რასაკვირველია, რევოლუციური სულისკვეთებით. - აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. "რუსულ კანონს" და ვითომ "რუსულ რეჟიმს", თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან. ჯგუფის 'გაიდლაინის' შესაბამისად, გააიდოლეს მაგალითად, ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც მათი ცხოვრების აზრია, "წმინდა მცნებაა", რომელიც აერთიანებს მათ. იზოლაციისა და მარტოობის უბედურებისგან აღდმდგარნი ისინი აცნობიერებენ საკუთარ თავს "უმაღლესი საქმისთვის" ბრძოლაში. ცოფიანი ძაღლებივით უყოყმანოდ ესხმიან თავს მათგან გასხვავებული აზრის მქონეთ, რომლებიც მათდა სამწუხაროდ, ამ ქვეყნის უმრავლესობაა. ერთის მხრივ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვცხოვრობთ თვითმართალთა ეპოქაში. მეორეს მხრივ, გულის სიღრმეში, ეს ადამიანები, რომლებსაც უყვართ საკუთარი თავი და სურთ პოზიციონირება ან მისი განმტკიცება საზოგადოებაში, თუნდაც მათ ვიწრო გარემოცვაში ან სულაც მედიაში, არიან სხვის მიერ ოსტატურად დამორჩილებული, მეტწილად კომპლექსიანი და მშიშარა პერსონაჟები.”- წერს გია აბაშიძე.