ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

გია ვოლსკი

პოლიტიკა 1714647621

ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროვოცირება, მინდა მშობლებსაც და ახალგაზრდებსაც მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ, არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ამას განზრახ სჩადიან, რომ დაპირისპირება როგორმე მსხვერპლით დამთავრდეს - გია ვოლსკი პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე

როცა პოლიცია ამბობს, რომ არ გამოგვიყენებია რეზინის ტყვიები, ეს სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან, რომ გამოეყენებინათ, რისი სრული ლეგიტიმური უფლებაც ჰქონდათ, მით უმეტეს აგრესიის ამ ხარისხის შესაკავებლად, ამას იტყოდნენ კიდევაც. არ შეიძლება ამის დამალვა, ასე რომ, არაფერი დაიმალება. გამოძიება თუ საჭიროა, ამ თემაზეც გაიმართება, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ორგანიზებულ ჯგუფებთან გაქვს საქმე, აქ ყველანაირ პროვოკაციას შეიძლება მოველოდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ, ჟურნალისტებს განუცხადა.ვოლსკის თქმით, ნებისმიერი ახალგაზრდის დაშავება არამხოლოდ გულისტკივილს, არამედ შეშფოთებას იწვევს. მისივე განცხადებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სპეციალურად იწვევენ პროვოკაციებს, რათა მიიღონ დაპირისპირების ის ხარისხი, რაც ვითარების მაქსიმალურად დაძაბვისთვის არის საჭირო.თვალის არეში, როგორც ადასტურებენ, ტყვია არ არის მოხვედრილი, ეს შეჯახებით ან რაღაც საგნის მოხვედრით შეიძლება იყოს გამოწვეული. მე რამდენადაც ვიცი, ამასთან დაკავშირებით ექიმმაც ილაპარაკა. კი ეჭირა ერთ ადამიანს ტყვია, ამბობდა რომ მას ზიანი არ მიუყენებია, თუმცა, ჟურნალისტი კატეგორიულად მოითხოვდა ეთქვა, რომ ძალიან მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული, ისევე როგორც ჩვენ ვიხილეთ, რომ ადამიანი ამბობს, არაფერი არ მჭირს და მას მაინც თვალებს უწმენდენ. მე მინდა ვთქვა, ვინც არ უნდა იყოს, რომელი მხარის ახალგაზრდაც არ უნდა იყოს და არამარტო ახალგაზრდა როდესაც არის დაშავებული, ეს არამარტო ჩვენს გულისტკივილს, არამედ ჩვენს შეშფოთებას იწვევს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოვხატავ მყარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროვოცირება. სხვათა შორის, ნიუ-იორკის მერმაც განაცხადა, რომ არიან ადამიანები, ვინც სტუდენტებს უკეთებს ორგანიზებას, რომ რადიკალური პროცესები განავითარონ და დაპირისპირების ის ხარისხი მიიღონ, რომ როგორმე ვინმე დაშავდეს მძიმედ. სამწუხაროდ ამას ვადევნებთ თვალყურს და მინდა, რომ მშობლებსაც და ახალგაზრდებსაც მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ, არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ამას განზრახ სჩადიან, რომ დაპირისპირება როგორმე მსხვერპლით დამთავრდეს." - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას

პოლიტიკა 1714647340

დიმიტრი ხუნდაძის ღია წერილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ღია წერილით მიმართავს."ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებას". - ეს შაბლონური წინადადება სახეცვლილი და ფუნქციადაკარგული ევროპული ბიუროკრატიის თითქმის ყველა წარმომადგენლის ყოველდღიურ ლექსიკონშია, უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ მე საპირისპიროდ, მათი პოზიციის შესაფასებლად გამოვიყენე. ვფიქრობ, მათ ყველაზე მეტად სტანდარტული, გლობალური ომის პარტიის გაიდლაინებით გაწერილი ენა ესმით. გუშინ, ამ ბიუროკრატიის "მმართველმა", ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და "შეშფოთებულმა", თბილისის ქუჩებში ძალადობა დაგმო, ასევე გვითხრა, რომ გზაჯვარედინზე ვდგავართ. ზუსტად რომ არ ვიცოდე, რა მიზანი ამოძრავებს ფონ დერ ლაიენს და რა დავალებას ასრულებს ის მიმდინარე პროცესებში, ვიფიქრებდი, რომ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივ აქციას გმობს, რამეთუ გუშინ ქართველმა ხალხმა იხილა ცალმხრივი ძალადობა აქციის მონაწილეების მხრიდან, შენობების პიკეტირება, გადამწვარი შენობები და პარლამენტის სასახლის განადგურების მცდელობა. თუმცა, ურსულა ფონ დერ ლაიენს სულაც არ უფიქრია რადიკალების აგრესიული და ძალადობრივი ქმედებების დაგმობა, უფრო მეტიც, მისი განცხადების მთავარი მიზანი იმ ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო, რომელიც თბილისის ქუჩებში აქაური აგენტურის მითითებით რევოლუციისთვის გაწვრთნილმა ჯგუფებმა დაანთეს.ერთ რამეში ნამდვილად ვეთანხმები ქალბატონ ფონ დერ ლაიენს, ამჟამად ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად დგას ისტორიულ გზაჯვარედინზე, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, განვიმტკიცოთ სუვერენიტეტი და ერთხელ და სამუდამოდ გავარღვიოთ ის ჩაკეტილი წრე, რომელზეც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე დაგვატარებს ფუნქციადაკარგული დასავლური ბიუროკრატია. ამ გზაჯვარედინზე ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელი გზაა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის განმტკიცების მომტანი, ხოლო "დაუძინებელ მეგობრებს" ყველაზე მეტად აშფოთებთ და ადარდებთ ჩვენი დამოუკიდებლობა. მიზეზი მარტივია - როდესაც ხარ ძლიერი, აღარ ხარ მოწყვლადი გარე ჩარევებისგან, როდესაც ხარ ძლიერი, მარტივად შიფრავ და ანეიტრალებ იმ ძალებს, რომლებსაც საქართველოში საკუთარი ინტერესები გააჩნიათ და მუდმივად ზრუნავენ იმ ჯგუფების გაძლიერებისთვის, რომლებიც გადამწყვეტ მომენტში მათი კარნახით ქვეყანას ან ომის ქარცეცხლში გახვევენ, ან როგორც მინიმუმ, რეგიონში საკუთარი პოლიტიკისა და ინტერესების გასატარებლად გამოიყენებენ. ამიტომ დღეს ჩვენ გვიდგას საკითხი მარტივად - ან ვაძლიერებთ საქართველოს სუვერენიტეტს, ან ვთმობთ პოზიციებს და ვაგრძელებთ ჩაკეტილ წრეზე სიარულს იქამდე, სანამ საბოლოოდ გადაგვტეხავენ და NGO - ების ხელით ხელისუფლებაში აგენტურას დააბრუნებენ.ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადამწყვეტ როლს სწორედ ფუნქციადაკარგული ევროპული ბიუროკრატიის „ლიდერები“ ასრულებენ. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ურსულა ფონ დერ ლაიენია. მისი გუშინდელი განცხადება კი კიდევ ერთი დასტურია, რომ გლობალური ომის პარტიის მარიონეტები ყველაფერზე წავლენ, რომ საქართველოში პროცესები უმართავი გახდეს, რამეთუ ხალხის მხარდაჭერა მათ არ აქვთ და ერთადერთ შანსს სწორედ არეულობასა და ქაოსში ხედავენ. მათ კარგად იციან, რომ თევზის დაჭერა მღვრიე წყალში ბევრად უფრო მარტივია. საქართველოს და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას დასავლეთიდან უტიფრად უპირისპირდებიან ის ადამიანები, რომელთა კეთილსინდისიერებაზე თავად ევროპელ სამართალდამცველებს აქვთ სერიოზული კითხვის ნიშნები.როგორც ცნობილია, ევროკომისიის პრეზიდენტი ამერიკულმა მედიამ კორუფციაში ამხილა, რაც შემდეგ მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა. ურსულა ფონ დერ ლაიენს კოვიდპანდემიის დროს, ვაქცინების შესყიდვის პროცესში ერთ-ერთი კომპანიის სასარგებლოდ, კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ და ეს სისხლის სამართლის საქმე დამოკლეს მახვილივით აქვს დაკიდებული თავზე. თუმცა, ნურავინ იფიქრებს, რომ ეს პროცესი ევროპული სამართლის უზენაესობის და თანასწორობის პრინციპის დასტურია. პირიქით, ამ გარემოების გამო ევროკომისიის პრეზიდენტი სრულად არის შებოჭილი საკუთარ გადაწყვეტილებებში, რამეთუ ერთი შეუთანხმებელი ნაბიჯის შემთხვევაში მის წინააღმდეგ გლობალური ომის პარტიის მესვეურები აღნიშნულ ბერკეტს გამოიყენებენ და მარტივად, "სამართლებრივი საფუძვლებით" გაანეიტრალებენ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ "სამართლებრივ" პროცესებამდე 1 წლით ადრე, ფონ დერ ლაიენის ქმარი, ყველასთვის მოულოდნელად ერთი რიგითი სამედიცინო მუშაკობიდან პირდაპირ ამერიკული სამედიცინო გიგანტის, კომპანია "ორგენეზისის“ დირექტორად დაინიშნა, რომელიც პანდემიის დროს ვაქცინების განაწილებით იყო დაკავებული. ისიც აღსანიშნავია, რომ კომპანიის უმეტეს წილებს ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი "ბლექროკი" ფლობს, რომელსაც თავის მხრივ ის ოჯახები მართავენ, რომელთა უკიდეგანო გავლენამ დასავლურ პოლიტიკასა და პოლიტიკურ აქტორებზე სრულად გააკონტროლა დასავლური პოლიტიკური კონიუნქტურა.სხვათა შორის, ურსულა ფონ დერ ლაიენის და მისი ოჯახის წევრის კარიერული წინსვლის პარალელურად, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ზუსტად ანალოგიური პროცესი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ოჯახსაც შეეხო. კერძოდ, სანამ ზურაბიშვილი ბოლომდე გაფორმდებოდა ადგილზე მოქმედი აგენტურის რიგით წევრად და ბოლომდე ჩადგებოდა მათ სამსახურში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჯერ მისი ქალიშვილი რიგითი ჟურნალისტობიდან თეთრი სახლის პრეს-სამსახურში გადაიყვანეს, ხოლო ვაჟი არც მეტი, არც ნაკლები - საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მრჩევლად დანიშნეს. აქაც ნათელია, რომ გლობალური ომის პარტია უხეში, მაგრამ ზედმიწევნით გაწერილი გაიდლაინებით მოქმედებს.ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქართველი ხალხისათვის უბრალოდ შეურაცხმყოფელია მსგავსი პერსონების მხრიდან ქართულ პოლიტიკურ პროცესებში უხეში და მავნებლური ჩარევები. უმჯობესი იქნებოდა, ურსულა ფონ დერ ლაიენს, საქართველოში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერის ნაცვლად იმაზე ეზრუნა, რომ სრულად განადგურებული ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპები როგორმე რეპუტაციულად გადაერჩინა, თუმცა ეს ილუზია დღეს არავის აქვს, რადგან ევროკავშირის იდეის მიზანმიმართულ ნგრევაში მისი როლი საკმაოდ დიდია", - აღნიშნულია წერილში.

ასტროლოგია

ჰოროსკოპი 1714646682

მაისის თვის ჰოროსკოპი - ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მაისის თვის ჰოროსკოპი - ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)ბუნებით ცეცხლოვანი და ენერგიული ვერძისთვის მაისი ის თვეა, რომელსაც თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კარიერაზე მიდგება.ვერძი სავსეა კრეატიული გადაწყვეტილებებითა და იდეებით, რომლებსაც შეუძლია შეცვალოს მისი კარიერა უკეთესობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ვერძმა სამსახურში შეიძლება დროდადრო შეამციროს ინტენსივობა, ახლა არ არის ის დრო, როცა პასიურობა და გაჩუმება მართებთ.ვერძებო გააზიარეთ თქვენი გენიალური აზრები კოლეგებთან და ელოდეთ ახალ შესაძლებლობებს.მაისი ასევე კარგი დროა სამსახურში თქვენი ანაზღაურების გასაანალიზებლად და გასაუმჯობესებლად, ამ თვეში უფრო დამაჯერებელი ხართ, ვიდრე ოდესმე. მოუსმინეთ თქვენს გულს და ნუ შეგეშინდებათ ბევრი ფიქრის და დიდი გადაწყვეტილებების!კურო (20 აპრილი - 20 მაისი)კუროებო ახლა თქვენი დაბადების დღეა და თუ გსურთ, შეგიძლიათ მიიღოთ ყველა სპა მკურნალობა თუ ძვირად ღირებული სალონი, რასაც  კომფორტის და ფუფუნების მოყვარული კურო ისედაც საუკეთესოდ აკეთებს.ჩათვალეთ მაისი თქვენი პიროვნული განახლების სეზონად, როცა შეგიძლიათ ყველაფერს გულდასმით გადახედოთ და გამოამჟღავნოთ თქვენი ნამდვილი „მე“.ეს ასევე კარგი დროა მომავალი წლის მიზნებისთვის. თქვენ გაქვთ დიდი ოცნებები მომავლის შესახებ და, მოდით ვიყოთ რეალური, თქვენ გჭირდებათ დიდი ბიუჯეტი თქვენი ოცნებებისთვის.გამოიყენეთ მაისი იმისთვის, რომ ჩართოთ ყველაფერი, რაც გეხმარებათ საკუთარი თავის კონცენტრირებაში, რათა თვის ბოლოს იგრძნოთ ხელახლა ფოკუსირება და მზად იყოთ თქვენი ცხოვრების შემდეგი საინტერესო და უკეთესი სეზონისთვის.ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)ტყუპებო, თქვენი სეზონი ახლოს არის, მაგრამ სანამ დაბადების დღის ზეიმს მიაღწევთ, ერთი წუთით დარჩით მარტო თქვენს ფიქრებთან.თუ გსურთ, რომ 2024 წელი იყოს უხვი, ამაღელვებელი და შესაძლებლობებით სავსე, ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ცხოვრებაზე და განსაკუთრებით კარიერაზე.ამ თვეში უფრო მეტად იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე. უყურეთ სილამაზის შოუებს, გაიკეთეთ სახის ნიღბები და მიეცით საშუალება საკუთარ თავს, დაისვენოთ. ნუ იქნებით ყოველთვის აქტიური და „ჩართული“, თქვენ ასევე იმსახურებთ მშვიდ დასვენებას.კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)კირჩხიბებო, დროა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვდეთ. მაისი ხაზს უსვამს თქვენს საჯარო პერსონას, ამიტომ დარწმუნდით, რომ მიზანმიმართულად იქცევით.დიდი ამბიციები გაქვთ სამსახურში და პირად ცხოვრებაში და ეს თქვენი ბრწყინვალების მომენტია, თქვენ ეს ძალიან კარგად გამოგდით.მაისი შესანიშნავი დროა დაიწყოთ პოპ ვარსკვლავის კარიერა, გახსნათ ბრენდირებული მაღაზია ან გააკეთოთ განაცხადი ახალ ბინაზე.ახალი შესაძლებლობები ახლოსაა; თქვენ უბრალოდ უნდა იპოვოთ ისინი და განახორციელეთ თქვენი ოცნებები - ის თქვენს ხელშია.ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)ლომებო, ამ თვეში ახალ ეტაპზე გადადიხართ - ეს შეიძლება იყოს როგორც პირადი ცხოვრება, ისე სამსახურებრივი ურთიერთობები. შესაძლოა, ამ თვეში უფრო მზრუნველი იყოთ და ვარსკვლავები მოგიწოდებენ იმუშაოთ უფრო მეტად გარშემომყოფების მხარდასაჭერად, ვიდრე საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა, როგორც ეს თქვენი ბუნებაა. პრიორიტეტების და დინამიკის შეცვლა დაგეხმარებათ პიროვნულ ზრდაში.მთლიანობაში, მაისის თვე გადამწყვეტია ცხოვრებაში თქვენი როლის განსაზღვრასა და საზოგადოებაში შესაფერისი ადგილის დამკვიდრებაში.ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)ეს თვე თქვენთვის ძიების თვეა ქალწულებო, ამიტომ წადით და მოიარეთ სამყარო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თუ გაქვთ თავისუფალი დრო სამსახურიდან, დაზოგეთ სახსრები და განიხილეთ სპონტანური მოგზაურობა თქვენი კომფორტის ზონიდან გამოსასვლელად. თქვენ ხართ დამგეგმავი და მიუხედავად იმისა, რომ ეს კარგად გეხმარებათ ბევრ სცენარში, ზოგჯერ მნიშვნელოვანია, უარი თქვათ დაგეგმილ მარშრუტებზე და უბრალოდ იცხოვროთ იმ მომენტით და სპონტანური ნაბიჯებით.თუმცა, მოგზაურობაში იმდენი დრო არ დახარჯოთ, რომ დაგავიწყდეთ პირადი ცხოვრება. ყველაზე დიდ სარგებელს მაშინ მიიღებთ, თუ შეძლებთ ბალანსის პოვნას პირად ცხოვრებასა და სამუშაოს შორის.სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)სასწორებო, თქვენ იცით, რომ ცხოვრება არის წონასწორობა - ეს ფაქტობრივად თქვენი ასტროლოგიური ნიშნის ერთ-ერთი სიმბოლოა. ამ თვეში თქვენი გამოწვევააანამშრომლებთან კარგი ურთიერთობის დამყარება და ბალანსის პოვნა თქვენს ურთიერთობებში, როგორც სამსახურში, ასევე სახლში.თუ რამე კარგად არ გამოგდით, არ ითაკილოთ დახმარების თხოვნა კოლეგებისგან, ასე უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ.მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)მაისი მორიელისთვის დიდი თვეა. თუ მაისამდე ჩართული იყავით ათას საქმეში, მაისი მშვიდი დასვენებისთვის გამოიყენეთ. შეამოწმეთ საახალწლო გადაწყვეტილებების სია და დარწმუნდით, რომ მიაღწიეთ ყველა იმ დიდ მიზანს, რომელიც დაუსახეთ საკუთარ თავს. ეს ემოცია ახალი ენერგიით აგავსებთ და თქვენ კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევთ, თუმცა მაისი მაინც ის თვეა, რომელიც განტვირთვისა და შესვენებისთვის უნდა გამოიყენოთ.მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულის დასაწყისი ნამდვილად სახალისო იყო თქვენთვის, ეს თვე არის დასვენების დრო თქვენს სოციალურ ცხოვრებაში. მშვილდოსნებს გიყვართ იცხოვროთ ლაღად და საინტერესოდ - გვიანი ღამეების გატარება ქეიფში და დილით ადრე სირბილი მეგობრებთან ერთად, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, ნუ გადაიწვებით.ამ თვეში ახალი მთვარე ხაზს უსვამს თქვენს ყოველდღიურ რუტინას და გიბიძგებთ გადახედოთ თქვენს განრიგს. გააკეთეთ დროის კარგი მენეჯმენტი და აუცილებლად მიაღწევთ იმდენს, რამდენსაც აკეთებთ.თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)თხის რქისთვის მაისი საკუთარი თავისთვის სიყვარულის და ყურადღების დაბრუნების თვეა. დაგეგმეთ სპა დღე, დასვენება ან ვახშამი იმ ლამაზ რესტორანში, რომლის ნახვასაც დიდი ხანია აპირებდით. ფოკუსირდით საკუთარ თავზე და იზრუნეთ განტვირთვაზე.მიუხედავად იმისა, რომ შრომისმოყვარეობა მნიშვნელოვანია და მას მოაქვს წარმატება, არ დაგავიწყდეთ შეანელოთ და დატკბეთ თქვენი შრომის ნაყოფით.მაისი კარგი თვეა ახალი სამსახურისთვის. დამსაქმებლები აუცილებლად დააფასებენ თქვენს ენთუზიაზმს და დაწინაურებასაც გამოკრავთ ხელს. საერთო ჯამში, ეს თვე ეხება პირადი ცხოვრების და სამსახურის საქმეების დაბალანსებას და საბედნიეროდ, თქვენ მზად ხართ ამ ამოცანის შესასრულებლად!მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)მერწყულებო, თქვენ დიდი ტრანსფორმაციის ზღვარზე ხართ. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ პლუტონი (პლანეტა, რომელსაც მოაქვს ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში), პირდაპირ თქვენს ნიშანშია, რაც ამ თვეს თქვენთვის მნიშვნელოვანს ხდის. ეს შეიძლება მერწყულებისთვის ხელახალი დაბადება იყოს;ულდასმით დაფიქრდით - თქვენი ცხოვრება შეესაბამება თქვენს ამჟამინდელ მიზნებს? ან სხვისი ოცნებების დევნით ხომ არ იღლებით?ფართოდ გაახილეთ თვალები იმისკენ, რაც თქვენს წინაშეა და შეიტანეთ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც აუცილებელია თქვენი პიროვნული თუ პროფესიული ზრდისთვის. შესაძლებელია ამ თვეში მეტი დრო გაატაროთ სახლში და ეს სავსებით კარგია თქვენი მომავალი მიზნებისთვის.თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)მიუხედავად იმისა, რომ ფული, როგორც წესი, არ არის თქვენთვის მოტივაციური ფაქტორი, ფინანსების საკითხი ამ თვეში რთულადაა. დროა გადახედოთ ბიუჯეტს და შეცვალოთ გარკვეული კორექტივები - შესაძლოა თქვენი გადასახადები მეტისმეტად დიდი იყოს.სატურნი, დისციპლინის პლანეტა, ამ თვეში თქვენს ნიშანშია, ამიტომ შესანიშნავი დროა თქვენი მიზნებისკენ დიდი ნაბიჯების გადასადგმელად. მოითხოვეთ ანაზღაურება, რომელსაც იცით, რომ იმსახურებთ, ან ინვესტიცია ჩადეთ იმ საქმეში, რომელიც დაგეხმარებათ უნარების სწავლაში და კიდევ უფრო მეტი ფულის გამომუშავებაში. პასუხები ნათელი იქნება, თევზებო; თქვენ უბრალოდ უნდა ჩადოთ სამუშაო, რომ მიიღოთ სასურველი შედეგი. სატურნის დახმარებით თქვენ დიდ გამარჯვებას დაიმსახურებთ. 

ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დედაქალაქი 1714646525

ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის N12-17-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.მისი თქმით, საცხოვრებელ სახლებს შორის არსებული სივრცის განახლება მალე დასრულდება.„აქ მოეწყობა დასასვენებელი პარკი, რეაბილიტირდება საფეხბურთო მოედანი, რომლის სამუშაოები მიმდინარეობს; ასევე მოეწყობა მოსასვენებელი ფანჩატურები, სასეირნო ბილიკები და განათების სისტემა; დაირგვება ახალი ხე-მცენარეები, ასევე გვინდა, რომ ძაღლებისთვის დამოუკიდებელი სივრცე მოვაწყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ. მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, ასევე, განათებისა და სარწყავი ქსელები;  დაითესება ბალახი და დაირგვება 150 სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე 300 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანიც რეაბილიტირდება.

პროკურატურა

სამართალი 1714646376

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „ლილო მოლის“ ბაზრობაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მსჯავრდებულმა საზღვარგარეთ მყოფი პირისგან, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით „ლილო მოლის“ მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, მიიღო დაზარალებულის მოკვლის შეკვეთა, რადგან ეს უკანასკნელი თანხის გადახდაზე უარს აცხადებდა. მსჯავრდებულმა მკვლელობისთვის ცეცხლსასროლი იარაღი და თანხა დამკვეთის მეგობრის საშუალებით მიიღო.2023 წლის 3 აგვისტოს მსჯავრდებულმა დაკვეთის შესასრულებლად, “ლილო მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული 17 აგვისტოს გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა შეკვეთით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინა.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს აქვს წარდგენილი, ერთ პირს შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის, ხოლო მეორეს შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარების მუხლებით. თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვა მიმდინარეობს.