სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" მთავარი როლის შემსრულებელი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის არჩევნებში კენჭს იყრის

16:29 03-22-2018
118

ჰოლივუდის  მსახობი სინტია ნიქსონი, რომელიც ამერიკულ სერიალში,  "სექსი დიდ ქალაქში", მთავარ როლს ასრულებს, ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის არჩევნებში, კენჭს იყრის.

BBC-ის წყაროს ინფორმაციით, სინტია ნიქსონი, დემოკრატიული პარტიის მიერ, შტატის გუბერნატორის წარსადგენ პრაიმერში, მიიღებს მონაწილეობას. 

ნიქსონის არჩევნებში ჩართვის შესახებ, რომელიც HBO-ს სერიალში, მირანდა ჰობსის როლს ასრულებდა, დიდი ხანია კულუარულად საუბრობენ. 

გამარჯვების შემთხვევაში, მსახიობი, იმ ვარსკვლავეის ჯგუფს შეუერთდება, რომელსაც არნოლდ შვარცნეგერი, კლინტ ისტვუდი და რონალდ რეიგანი მიეკუთვნებიან. ისინი, არა მარტო მსახიობები, არამედ საზოგადოების პოლიტიკური წარმომადგენლებიც იყვნენ.

ჯერ კიდევ 2017 წელს, მსახიობი, ნიუ-იორკის მოქმედი მერის, ენრიუ კუომოს პოლიტაკას აკრიტიკებდა. ამ ეტაპზე კი, სინტია, დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს. 

51 წლის მსახიობმა,  პრაიმერში ჩართვის შესახებ, "Twitter"-ზე დააანონსა და ვიდეოც გამოაქვეყნა:

"მე მიყვარს ნიუ-იორკი. სხვაგან ცხოვრება არასდროს მომდომებია, ვფიქრობ, რომ აქ, რაღაც უნდა შეიცვალოს -  შემოგვიერთდით, ვისაც სურვილი გაქვთ", - ამბობს სინტია ნიქსონი.

ვინ დაიკავებს, ნიუ-იორკის გუბერნატორის პოსტს, 2018 წლის სექტემბერში გახდება ცნობილი. 

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეო:

ავტორი: რუსა ღვანიძე