"ჰაჩიკოს", რომელიც ავტობუსს დასდევდა, პატრონი გამოუჩნდა (ვიდეო)

21:33 03-13-2018
1642
თეგები: ჰაჩიკო

“მორბენალ ჰაჩიკოს”, რომელიც დიდი დიღმის 54 ნომერ ავტობუსებს დასდევდა, პატრონი გამოუჩნდა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ისტორიის ავტორი, თეკლა კალანდია წერს. 

"მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, იმისთვის, რომ ამ ამბის ბოლო კეთილია. თითოეულმა ადამიანმა, რომელმაც ვიდეო გააზიარა, მოიწონა თუ დააკომენტარა შესაძლებელი გახადა, რომ ეს ყველაფერი გამოსულიყო! დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც დაუშურველად მთავაზობდა სხვა და სხვა ტიპის დახმარებას ამ საქმეში! მიხარია, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება ვპროგრესირდებით და ჩვენი დამოკიდებულება ცხოველების მიმართ მეტ-ნაკლებად იხვეწება და კეთილშობილდება!

მინდა გამცნოთ და გახაროთ ჩვენი თავგადასავლების მოყვარული, უერთგულესი არსების ოჯახური ცხოვრების ბედნიერი დასაწყისი და დასასრული მისი გიჟმაჟი თარეშისა, რომელიც რამდენადაც ამაღელვებელი იყო საცქერად, იმდენად დამღუპველიც მისთვის.

საშინლად დასწყდათ გული მძღოლებს, თუმცა კარგად ესმოდათ, რომ მისი უსაფრთხოებისთვის ასე უკეთესია.

ერთი სიტყვით: Happy endings come after the story with lots of ups and downs”, – წერს თეკლა კალანდაძე თავის ფეისბუქგვერდზე.

"მორბენალ ჰაჩიკოს" ახლა “ნოა” ქვია.

 



ავტორი: ლილუ მიროტაძე