ვიდეოები

1714111122

VIDEO: „გოგოა, თუ ბიჭი” – ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ბედნიერ მომენტებს გვიზიარებენ

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე შვილს ელოდებიან.წყვილმა მეგობრები და ახლობლები გამოკითხა, თუ რას ფიქრობენ გოგოა თუ ბიჭი.კადრები ბედნიერებით არის სავსე და დადებით განწყობას გვიქმნის.ცნობისთვის, წყვილს ერთი შვილი ანნა სულაბერიძე ჰყავს.            View this post on Instagram                       A post shared by Noe Sulaberidze (@noesulaberidze)

ნოე და ჯანეტი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

პროკურატურა

სამართალი 1714114382

პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების ყოფილი უფროსის მიმართ დაიწყო.პროკურატურის მიერ ჩატარებული  გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანამშრომლები, ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებით და ხელშეწყობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, "კუდ"-ის თანამშრომლები როინ შავაძეს ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. ძალადობის შედეგად როინ შავაძემ სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და აჭარა-გურიის საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს.მოგვიანებით როინ შავაძის უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, „კუდ“-ის საგამოძიებო ნაწილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებით და ხელშეწყობით, შედგა ყალბი დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,147-ე მუხლით (უკანონო დაკავებაში დახმარება) დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო, საიდანაც 10 პირის მიმართ უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის და ერთი სპეცრაზმელის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა და ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

შვედეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც სქესის შეცვლა 18 წლის ნაცვლად უკვე 16 წლიდან იქნება შესაძლებელი

პოლიტიკა 1714113911

შვედეთი სქესის შეცვლას ამარტივებს

შვედეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც გაუმარტივებს ადამიანებს კანონიერი სქესის შეცვლას - კერძოდ, სქესის შეცვლა 18 წლის ნაცვლად უკვე 16 წლიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.შვედეთში სქესის შეცვლა 1972 წლიდან არის ნებადართული, თუმცა ეს პროცესი წლების განმავლობაში გრძელდებოდა და საჭირო იყო გენდერული დისფორიის დიაგნოზის დასმა ექიმის მხრიდან.ახალი კანონი, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედება, საკმარისი იქნება უფრო ხანმოკლე კონსულტაცია ექიმთან ან ფსიქოლოგთან და ასევე ნებართვის მიღება ჯანდაცვის ეროვნული ბორდისგან.ახალი კანონი ასევე განაცალკევებს კანონიერი სქესის შეცვლასა და სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურას, რომელსაც კვლავ ხანგრძლივი შეფასება დასჭირდება.კანონის მომხრეები ამბობდენ, რომ არსებული კანონის მოდერნიზაცია დაუახლოვებს შვედეთს მის სკანდინავიელ მეზობლებსა და სხვა ევროპულ ქვეყნებს, სადაც უკვე არსებობს ადამიანების მიერ საკუთარი კანონიერი სქესის განსაზღვრის სისტემები.ბოლო გამოკითხვების თანახმად, შვედების 59% ამ წინადადებას ცუდს ან ძალიან ცუდს უწოდებს, ხოლო 22% ინიციატივას დადებითად აფასებს.ფოტო: Reuters

როინ შავაძის საქმე

სამართალი 1714113748

პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების ყოფილი უფროსის მიმართ დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანამშრომლები, ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებით და ხელშეწყობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, "კუდ"-ის თანამშრომლები როინ შავაძეს ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. ძალადობის შედეგად როინ შავაძემ სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და აჭარა-გურიის საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს.მოგვიანებით როინ შავაძის უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, „კუდ“-ის საგამოძიებო ნაწილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებით და ხელშეწყობით, შედგა ყალბი დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,147-ე მუხლით (უკანონო დაკავებაში დახმარება) დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო, საიდანაც 10 პირის მიმართ უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის და ერთი სპეცრაზმელის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა და ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

24 წლის შემდეგ გახსნილი სასტიკი მკვლელობა

მსოფლიო 1714113540

24 წლის შემდეგ გახსნილი სასტიკი მკვლელობა - დანაშაული სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე აღიარა ქალმა, რომელიც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა (უცხოეთი)

საზარელი მკვლელობის საქმე, რომელიც 24 წლის შემდეგ გაიხსნა - მკვლელმა დანაშაული სიკვდილის წინ აღიარა.შემთხვევა დასავლეთ ვირჯინიაში 2000 წელს მოხდა. ქალმა სასიკვდილოდ დაჭრა სიუზან კარტერი და მისი 10 წლის ქალიშვილი ნატაშა.იმ პერიოდში კარტერები ლარი უების ოჯახში ცხოვრობდა. სახლიდან დიდი ოდენობის თანხა დაიკარგა. ლარიმ თანხის დაკარგვაში სიუზანი დაადანაშაულა. კამათის დროს ქალი და მისი შვილი მოკლა. ცხედრები ჯერ სახლში დამალა და მეორე დღეს ტყეში დამარხა.ლარი უები თავიდანვე იყო ეჭვმიტანილი, მაგრამ პოლიციამ მტკიცებულება ვერ იპოვა. მას ბრალი 2023 წელს წაუყენეს, მაგრამ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო ჯანმრთელობის გაუარესების გამო. დანაშაულში ბრალდებული სიცოცხლის ბოლო წუთამდე მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. უკანასკნელად გამომძიებლეთან საუბრის დროს ლარიმ დანაშაული აღიარა. მომხდარი დეტალურად აღწერა და ცხედრების ადგილმდებარეობაც მიუთითა.პოლიციამ გვამები იპოვა. მოკლულის მეუღლე ამბობდა, რომ ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ მის ცოლ-შვილს იპოვიდა.

წყალი შეწყდება

დედაქალაქი 1714113236

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ აქვს - ნახეთ, მისამართები და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს GWP ავრცელებს:მთაწმინდის რაიონი - კოტე მესხის N2-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 00:20-დან 13:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: კოტე მესხის, ალექსანდრე ჭავჭავაძის მე-2 შესახვევი, გიგაური, ზედგენიძე და ჟღენტის ქუჩებს.საბურთალოს რაიონი - დიდი დიღომი, პეტრე იბერის 1 შეს. N15-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:10-დან 16:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: პეტრე იბერის N24, N26, 1 შესახვევს, დემეტრე თავდადებულის N30.ვაკის რაიონი - წყალი შეუწყდათ ავარიულად ნინო ჟვანიას ქუჩის N3-თან დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 17:00-საათზე. წყალმომარაგება შეუწყდა:  ნინო ჟვანიას და რევაზ ჯაფარიძის პირველ შესახვევს.ნაძალადევის რაიონი - წყალი შეუწყდათ ავარიულად კავთისხევის ქუჩის N14ა-თან ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 17:00-საათზე. წყალმომარაგება შეუწყდა: წმინდა მექლისედეკი, საყვირი, დეპო, კავთისხევი, სვანეთი, ხევსურეთი, ლეჩხუმის ქუჩებს.სამგორის რაიონი - თენგიზ ჩანტლაძის 1 შეს. N14-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/04 11:55-დან 26/04 09:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ლილოს დასახლება 1, 2 მკ/რ რაიონებს, 1 კვარტალს, მე-2 კვარტლის 1 -8 მდე, მე-4 და მე-5 კვარტალს, ჭირნახულის ქუჩას, სტურუას ქუჩას, მეფრინველეობის ქუჩას, აფხაზავას ქუჩას, ნამორაძის ქუჩას, სოფ.დიდი ლილო, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის), არსენ მეკოკიშვილის, საქნავთის დასახლებას, სადგური ლილოს დასახლება, ლოჭინოს დასახლებას, სოფელ გამარჯვების ნაწილს, ლუდსახარშ „კასტელ ჯორჯიას“, სოფ. წინუბანს, ნასაგურს, ვაზიანის სამხედრო ნაწილს, ვარკეთილის მეურნეობას, თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგს“(კუპრაძის ქუჩა) და მის მიმდებარე დასახლებებს, ორხევის დასახლებას და თეთრიხევის დას. აეროპორტის დას, ქვემო ალექსეევკის დასახლებას (ქებურიას დასახლებას), ხვედელიანის, იგოთის, მ. გრიგორაშვილის, ვ. ბარდაველის, ლეო დავითაშვილის, სანდრო შანშიაშვილის, კახეთის გზატკეცილი N 73,75,83,87,89, ამერიკულ ლაბორატორიას, ვარკეთილის მეურნეობას, ორხევის, თეთრიხევის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის, ახვედელიანის ქუჩებს და ლილოს დასახლების 2 მ/რ. 10,11,12 კორპუსებს.თენგიზ ჩანტლაძის 1 შეს. N14 თან ქსელზე დაზიანება აღდგენილია, წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება 14:00-მდე.