ვიდეოები

1715672283

VIDEO: „მე, შედეგების შემდეგ...“ - ნუცა ბუზალაძის სახალისო ტიკტოკი

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე სიმღერით „Firefighter“ 21-ე ადგილზე გავიდა.68-ე ევროვიზიის გამარჯვებული შვეიცარია გახდა. შესაბამისად, მომდევნო წლის მასპინძელი შვეიცარიაა.მოგვიანებით ქართველმა მომღერალმა ტიკტოკზე სახალისო ვიდეო ატვირთა: „მე, შედეგების შემდეგ... არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ეს აუდიო შეესაბამება“ - წერს ნუცა. ვრცლად ↓ @nutsabuzaofficial I dont know what it means but this audio fits🤌🏻😂 ♬ original sound - Nutsabuza

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

წყალი

დედაქალაქი 1715893671

თბილისში წყალი შეწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება:სამგორის რაიონი, წყალი შეუწყდათ ავარიულად თრიალეთის ქ. N27 თან ქსელზე დაზიანების გამო. წყალმომარაგება აღდგება 17/05 04:00 საათზე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს:თრიალეთის 27 ნომრებს.ნაძალადევის რაიონში, წყალი შეუწყდათ ავარიულად ხუდადივის სატუმბო სადგურში დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 17/05-ის 09:00-საათზე წყალმომარაგება შეუწყდება: უიარაღოს, ნოსტეს, კახიანის, ძმობის, მუშათას, წრომის, კელაპტრიშვილის, ასკურავას, სტურუას, კისისხევის, წაღვერის, კაჭრეთის, კონდოლის (ლევან თიგიშვილის), მაღაროს, კოდალოს, ლოტკინის ხევი, ენისელის, მესხის, ღუდუშაურის, მიტინგის და ქართლელიშვილის, ურიდიას (ყოფილი ჩოდრიშვილის) და რევაზ ინანიშვილის ქუჩებს.ვაკის რაიონში, აგარაკის ქუჩის N32 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 16/05 21:30-დან 17/05 09:30-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:სოფელი აგარაკში: აგარაკის ქუჩას.

სოფი ნურაშვილი

ტაბლოიდი 1715892254

„ოპერაციის მერე, სტილის შეცვლა გადავწყვიტე...“ - რა ფოტოს აქვეყნებს სოფი ნურაშვილი

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, სოფი ნურაშვილი გარეგნობასთან დაკავშირებულ სიახლეებს გვიზიარებს. „მოგწონთ ჩემი შეცვლილი სტილი? როგორც იცით, ვიყავი შავგრემანი, ოპერაციის მერე გადავწყვიტე სტილის შეცვლა,“ - წერს ნურაშვილი.ცნობისთვის, რეალითი შოუს ყოფილმა მონაწილე, ცოტა ხნის წინ, 5-საათიანი ოპერაცია გაიკეთა.

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

პოლიტიკა 1715892139

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ჩვენ ყველას გვყავს საერთო მტერი: სულიერი მტერი - ეშმაკი და პოლიტიკური მტერი - რუსეთი

პატრიარქი არის ქვეყნის გამამთლიანებელი. ის არასდროს მხარეს არ იჭერს და მით უმეტეს ეკლესიამ არ უნდა დაიჭიროს რომელიმე მხარე, - ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც პატრიარქის მიმართვას გამოეხმაურა.„ეკლესია ყოველთვის გვერდში უდგას სახელმწიფოს, იმიტომ რომ სახელმწიფოს მმართველები უმრავლესობის მხრიდან არიან არჩეული და თუ ისეთი რამ არ ხდება, რაც 12 წლის წინ ხდებოდა ქვეყანაში, მაშინ ეკლესია ვალდებულია დაეხმაროს სახელმწიფოს აღმშენებლობაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მრევლისადმი მიმართვა იყო ერთ-ერთი ლოცვა, რომელიც მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ იყოს სიმშვიდე, სიწყნარე და ურთიერთგაგება.ჩვენ ყველას გვყავს ერთი საერთო მტერი: სულიერი მტერი - ეშმაკი და პოლიტიკური მტერი - რუსეთი. რუსეთი რომ მტერია, ეს ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული და ამიტომ აქედან გვინდა დავიხსნათ თავი“, - აღნიშნა დეკანოზმა.ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა - ყოვლადწმინდა სამება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მრევლისადმი მიმართვაშია აღნიშნული. 

გზა

დედაქალაქი 1715892067

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის - დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება იზღუდება

დედაქალაქში 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან 12:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაგრძელდება, რა დროსაც მიმდევრობით ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი. კერძოდ, გია ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული საგზაო მონაკვეთი, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება თარხნიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეებების ქუჩების გამოყენებით; მძღოლები მელიქიშვილის გამზირისა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გამოყენებით; მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით.რაც შეეხება თავისუფლების მოედანს, დროის აღნიშნულ მონაკვეთში გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან, ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; გადაადგილება შეიზღუდება ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც. მძღოლები რუსთაველის გამზირზე მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრასპორტო საშუალებები მშრალი ხიდის გავლით კოსტა ხეთაგუროვის ქუჩასა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს დაუკავშირდებიან; მსვლელობის მონაწილეების ავლაბრის მოედანზე გადანაცვლების პერიოდში ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, შემდგომ იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებს და ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოძრავებენ.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რუსთაველის გამზირზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭანტურიას ქუჩიდან გადაინაცვლებენ ვირსალაძის ქუჩაზე, გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებულ პანდუსზე მოუხვევენ, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ; თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით  მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამაღლების ქუჩის N11-თან გაჩერდება და მგზავრებს უკუმიმართულებითაც აღნიშნული მისამართიდან მოემსახურება; ავლაბრის მოედნისკენ მოძრავი ტრანსპორტი კი გადაადგილდება მხოლოდ ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კაჩინსკის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით დაუკავშირდება ბოჭორმის ქუჩას, მეტროსადგურ „300 არაგველთან“ მდებარე წინანდლის ქუჩით გადაინაცვლებს ქეთევან დედოფლის გამზირზე და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ანდრეა ლომბარდი

პოლიტიკა 1715892058

იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს

იტალიელი პოლიტიკური ბლოგერი, ანდრეა ლომბარდი YouTube-ის საკუთარ არხზე საქართველოში განვითარებულ მოვლებს აფასებს და აცხადებს, რომ Საქართველოში მიღებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ არის რუსული კანონი.„თუ გადახვალთ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საიტზე, იხილავთ FARA-ს კანონს, რომელიც ეხება უცხოელ აგენტებს. ეს კანონი აშშ-ში 1938 წელს მიიღეს. თუ დეტალებში შევალთ, შემიძლია გითხრათ, რომ ქართული კანონი იძლევა მკაფიო კრიტერიუმს, ვინ უნდა დარეგისტრირდეს უცხოელი აგენტების რეესტრში და ვინ არა. თუ ორგანიზაცია საზღვარგარეთიდან მთლიანი დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს - უნდა დარეგისტრირდეს, თუ 20%-ზე ნაკლებს - მაშინ არა. აბსოლუტურად ობიექტური და მკაფიო კრიტერიუმი. ამერიკულ კანონს კი აკლია ობიექტური და მკაფიო კრიტერიუმები. სხვა საკითხებთან ერთად, ამერიკული კანონი ასევე პოტენციურად საშიშია, რადგან უცხოელი აგენტის განსაზღვრისთვის ის არ იყენებს ობიექტურ კრიტერიუმებს, როგორიც ქართულშია, რომელიც ადგენს დაფინანსების 20%-იან ლიმიტს. ამერიკული კანონი ეფუძნება კრიტერიუმებს, რომლის ინტერპრეტაცია შეიძლება, და შესაბამისად, შეიძლება გამოყენებული იყოს, ყოველ შემთხვევაში, პოტენციურად, მეტი მოქნილობით“, - ამბობს ანდრეა ლომბარდი.