ვანის რაიონში მეწყერის ჩამოწოლის გამო ორი სოფლის დამაკავშირებელ საავტომობილო გზა ჩაიკეტა

15:24 02-18-2018
21

უამინდობამ ვანის რაიონში მეწყრული პროცესები გამოიწვია. სოფლების - საპრასიისა და რომანეთის მოსახლეობას გადაადგილება საფრთხისშემცველ პირობებში უწევს. ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში მიიჩნევენ, რომ საჭიროა შემთხვევის ადგილი გეოლოგებმა მოინახულონ. 

სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად ვანის მუნიციპალიტეტი დამეწყრილი მონაკვეთის გასაწმენდად სამუშაოებს აწარმოებს