ბრიტანელმა კონდიტერმა გოგონას ფორმის საქორწილო ტორტი შექმნა, რომელიც $1მლნ ღირს 

12:58 02-18-2018
128

ბრიტანელმა დიზაინერმა დები ვიგანმა კიდევ ერთხელ გააოცა საზოგადოება. კონდიტერმა, დუბაის საქორწილო გამოფენისთვის შექმნა ტორტი გოგონა, რომლის ღირებულება 1 მლნ დოლარია. 

ტორტის ზომა 182 სანტიმეტრია, ხოლო წონა 100 კილოგრამს შეადგენს. ტორტის გაფორმებაზე კრემისგან დამზადებული 2 ათასი ყვავილი და ათასი საქორწილო მარგალიტი დაიხარჯა. გარდა ამისა ტორტის გაფორმება მოხდა მარგალიტის თვლითაც, რომლითაც სკულპტურის ბეჭედი გაფორმდა.

ავტორი: თეონა აბესაძე