ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

 სოსო ტყემალაძე

სპორტი 1714598880

მიმდინარეობს მორაგბეებზე, განსაკუთრებით, ნაკრების მოთამაშეებზე სერიოზული ზეწოლა, მოვუწოდებ ყველას, მისცენ სპორტსმენებს თავიანთი საქმის კეთების საშუალება - იოსებ ტყემალაძე

მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვეცადე, არ დამეფიქსირებინა რაიმე პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, დავდექით იმ სამწუხარო ფაქტის წინაშე, რომ მიმდინარეობს ჩვენს მორაგბეებზე და განსაკუთრებით ეროვნული ნაკრების მოთამაშეებზე, ისევე როგორც სხვა სპორტებზე, სერიოზული ზეწოლა. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას, შეწყვიტონ ეს ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის მიმართვაში.„ამავეს მოვუწოდებ მორაგბეებსაც, რომ აკეთონ თავიანთი პროფესიული და საყვარელი საქმე, თავიანთი შრომით და თავდადებით დადონ თითო აგური ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის, კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გვასახელონ სხვადასხვა ჩემპიონატზე თუ ტურნირზე, რაც შეიძლება ბევრ ქვეყანაში აგვეწიოს საქართველოს დროშა ამაყად“,- აღნიშნავს ტყემალაძე.მისივე თქმით, „ნუ დავივიწყებთ იმ პასუხისმგებლობას და მნიშვნელობას, რაც ეროვნული ნაკრების კვართის ტარებაა“.„მით უმეტეს, ბიჭებს წინ მნიშვნელოვანი თამაში ელით 3 მაისს „ლესტერ თაიგერსთან“, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია იმისაკენ, რომ ზუსტად იმ დიდი ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ, როგორიც არის „ექვსი ერის“ ტურნირი,  ევროპის პროფესიონალური სარაგბო კლუბების ჩემპიონატი და ა.შ.ასევე, გუნდის წევრების მიერ გაკეთებულმა სხვადასხვა ხმამაღალმა განცხადებამ შეიძლება გამოიწვიოს განხეთქილება და დაპირისპირება ნაკრებში, რაც სრულიად დაუშვებელია და დამაზიანებელია იმ მიმართულებისთვის და მიზნისთვის, რისკენაც პატარ-პატარა თუ დიდი ნაბიჯებით, მაგრამ წინ და შეუპოვრად მიიწევს საქართველოს რაგბის კავშირი ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებთან ერთად. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა აუცილებლად უნდა ითამაშოს ევროპულ ლიგებსა და ტურნირებზე, ამისათვის კი საჭიროა ერთიანობა და გუნდურობა.გარდა ამისა, მინდა, ყველას შევახსენო, რომ არა „ფონდი ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი, დღეს არ ექნებოდათ ბიჭებს ის ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები, რაც გააჩნიათ, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა იმ შედეგების მიღწევა, რაც გაგვაჩნია. ასევე, მთავრობის ხელშეწყობით და მხარდაჭერით არის, რომ დღეს საშუალება გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ მნშივნელოვან ევროპულ ტურნირებში და ჩვენს ბიჭებს ჰქონდეთ ღირსეული პირობები ამისთვის. ეს მხარდაჭერა გვაძლევს სიმტკიცეს, რომ კიდევ უფრო მეტი ამბიცია გავიჩინოთ და კიდევ უფრო მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებში ჩავერთოთ და მივიღოთ მონაწილეობა, რათა ქართული დროშა მსოფლიოს სარაგბო ქვეყნების არენებზე ფრიალებდეს.მშვიდობა ჩვენს ქვეყანას! და გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ – აღნიშნულია იოსებ ტყემალაძის მიმართვაში, რომელსაც საქართველოს რაგბის  კავშირი ავრცელებს.

ჯანდაცვა

საზოგადოება 1714598734

პირველ მაისს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა - ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამისნიტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 1 მაისს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. მათ შორის ერთი გაწერილია კლინიკიდან:"1 მაისს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. მათ შორის ერთი გაწერილია კლინიკიდან.საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაშავებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის: ჭრილობები სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ასევე ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები. ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ უტარდებათ სათანადო მკურნალობა და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის ერთ სამართალდამცველს. მათ ძირითადად აღენიშნებოდათ თავის ტკივილი და თვალების წვა.საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს ყველა მოქალაქისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას. აღსანიშნავია, რომ სასწრაფო დახმარების სათადარიგო ბრიგადები დამატრბით მობილიზებულია ასევე რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაწყების დროიდან,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1714598128

მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი

  რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, არ შეიძლება და უნდა ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ მას [ლევან ხაბეიშვილს] არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი, თვითონ შევარდა პოლიციელთა ჯგუფში და იქ რა მოხდა, გამოძიებამ უნდა თქვას - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მონაწილეობით გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.მისი თქმით, არ ამართლებს რაც ნახა, მაგრამ პოლიციელებიც ადამიანები არიან. „ხელისუფლებას აქვს მშვიდობის ყველანაირი რესურსი. მინიმალური დაზიანებით რაღაც გადაცდომები მართლა არის ხოლმე. დღეს პრემიერ მინისტრმაც გააკეთა განცხადება, მართლა ძალიან არ მომწონს პოლიტიკოსი, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, არ ვარგა ეს, არ შეიძლება და უნდა ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია, მაგრამ ამასობაში ისიც უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ მას [ლევან ხაბეიშვილს] არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი, თვითონ შევარდა პოლიციელთა ჯგუფში და იქ რა მოხდა, გამოძიებამ უნდა თქვას. დღეს ვიღაცებმა იკადრეს და კობა დავითაშვილს ადარებდნენ. კობა დავითაშვილს მიეპარენ, წაიყვანეს, სასტიკად სცემეს, როგორ შეიძლება ამის შედარება ერთმანეთთან? მაინც არ ვამართლებ რაც ვნახე, მის სახეს, მაგრამ აქეთ პოლიციელებიც ადამიანები არიან, ვაჟკაც ბიჭებს დედის სისხლს რომ აგინებენ, საშინელებაა, როგორი მოსათმენია? ჩვენ კიდე გამოგვიმუშავდა რკინის ნერვები, პოლიტიკოსები მე მგონი ადამიანებად აღარ ვიწოდებით, ნერვები აღარ გვაქვს, მაგრამ პოლიციელები არიან ადამიანები, როგორ გინდა ათასობით ადამიანიდან გააკონტროლო დედის გინებაზე და სახეში ფურთხებაზე? რთული ამბავია და შეიკავონ თავი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1714597873

მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია

 რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია, პასუხს გასცემს პოლიცია და ბავშვები ცემესო, გამოხტებიან და ვიღაცები დაწერენ. ცოტა ადეკვატურები რომ ვიყოთ, ჯობია - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში.მამუკა მდინარაძე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაფიქრდნენ, ვის და რის ბრძოლაში არიან. „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამას აქვს თავის საფუძველი. ამდენი ხნის განმავლობაში რომ ვიხვეწებით, ერთი არგუმენტი გვითხარით, გამჭვირვალობაში და დეკარაციის შევსებაში რა არის რუსული, ყველაფრის თავის სახელის დარქმევაში, თუ უცხოეთიდან ფინანსდები, ამ ფინანსებს თავისი ინტერესები მოსდევს, ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებაში, ამაზე ხომ პასუხი ვერ გაგვცეს. რაზეც რუსულიაო, დაიწყეს ლაპარაკი, ყველაფერი ამერიკულიდან გადმოწერილი აღმოჩნდა და რანაირად? ამ ბავშვებმაც ხომ უნდა იფიქრონ? შვილებო, ძმებო, დებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ყველას მივმართავ, დაფიქრდით, თქვენ თვითონ წაიკითხეთ, ვის ბრძოლაში ხართ, რის ბრძოლაში ხართ? გავა 10-15 წელი, გაიზრდებიან ეს ბავშვები, აუხსნიან მერე ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ, ზუსტად მიხვდებიან, რაშიც არის საქმე და რა დააყენეს პატრიოტიზმის მოტივით ისტორიის ცუდ მხარეს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.      

პრინცესა დაიანა

მსოფლიო 1714597291

როგორ სახლში ცხოვრობდა პრინცესა დაიანა ბავშვობაში

ხალხის პრინცესას, დაიანას ბავშვობის სახლი ალთორპია. ალთორპი სპენსერების ხუთსაუკუნოვანი საოჯახო ქონებაა, რომელსაც ამჟამად დაიანას ძმა, ჩარლზ სპენსერი მართავს. მიუხედავად იმისა, რომ სახლი გაკვრით გამოჩნდა Netflix-ის The Crown-ის წინა სეზონებზე, უკვე ათეული წლებია, ის საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.როდის არის ღია ალთორპი?ალთორპს აქვს ძალიან შეზღუდული დრო მათთვის, ვისაც სურს პრინცესას ბავშვობის სახლი დაათვალიეროს. ალთორპი კარი საზოგადოებისთვის მხოლოდ ზაფხულობით, ჩვეულებრივ, ივლისსა და აგვისტოშია ღია.„ალთორპი ევროპული ავეჯის, ფერწერისა და კერამიკის ერთ-ერთი საუკეთესო კერძო კოლექციების დემონსტრირებაა. ამ ბრწყინვალე სახლის თითოეულ ოთახს (სახლში დაახლოებით 90 ოთახია) თავისი მომხიბლავი ისტორია აქვს“, - წერს დაიანას ძმა ჩარლზი.2024 წლის თარიღები ჯერ არ არის გამოცხადებული, მაგრამ სახლის ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ: „ალთორპი მოუთმენლად ელოდება სტუმრებს 2024 წლის ზაფხულშიც", რაც ცხადყოფს, რომ ისინი კვლავ აპირებენ მიიღონ დამთვალიერებლები.წესისამებრ, სახლი ღიაა შუადღიდან საღამოს 5 საათამდე ყოველ დღე, თუმცა მნახველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სახლში ბოლო შესვლა 15:30 საათზეა.ალთორპის საკარმიდამოს დასათვალიერებელი ბილეთები ხელმისაწვდომია 17,50 ფუნტიდან, ხოლო ოთახების დასათვალიერებელი ბილეთების ღირებულება 25 ფუნტიდან იწყება. სპეციალური ფასებით სარგებლობენ ბავშვები და ხანდაზმულები. დამთვალიერებლებს ადგილზე  დახვდებათ კაფე და საჩუქრების მაღაზია.გარდა იმისა, რომ ალთორპი პრინცესა დიანას ბავშვობის სახლია, ის ასევე არის მისი ბოლო განსასვენებელი ადგილი, მაგრამ მისი საფლავი ფართო საზოგადოებისთვის დახურულია.სასაფლაო მდებარეობს კუნძულზე, მრგვალი ოვალის შუაგულში და არის ცალკე მემორიალური ადგილი, სადაც მუდმივად ანთია კოცონი და სადაც მხოლოდ საპატიო სტუმრებს შეუძლიათ პატივი მიაგონ უელსის გარდაცვლილ პრინცესას.1998 წელს, დიანას ძმამ, ჩარლზ სპენსერმა პრინცესას დასაფლავებისას განაცხადა: „ჩვენ ყველა შევთანხმდით, რომ თავისი სილამაზითა და სიმშვიდით, ეს იყო დიანას ადგილი”.