სააკაშვილი: საქართველოს ხელისუფლებას ჩემი ეშინია, როგორც ეშმაკს ჯვრის

13:31 02-13-2018
20

საქართველოს ექსპრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პოლონეთიდან საქართველოში მის ექსტრადირებას არ ელოდება. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეარხ NewsOne-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.  

„სასაცილოდ არ მყოფნის. საქართველოს ხელისუფლებას ჩემი ეშინია, როგორც ეშმაკს ჯვრის. ჩემი ექსტრადირების სურვილი რომ ჰქონოდათ, ამას ჯერ კიდევ გუშინ გააკეთებდნენ. თავიდანვე ვამბობდი, რომ საქართველოსა და უკრაინას ჩემ წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებები არ აქვთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.