ლაშა შავდათუაშვილის ვერცხლი პარიზის სლემზე

11:05 02-11-2018
26

პარიზის გრანდ სლემის ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) კანადელი ანტუან ბუჩარი, სომეხი ფერდინანდ კარაპეტიანი, გერმანელი იგორ ვანდტკე დაამარცხა, ნახევარფინალში სამხრეთკორეელ ჩანგრიმ ანისაც სძლია, ფინალი კოსოვოელ აკილ გჟაკოვასთან წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.