დავით დარჩიაშვილი: ავადმყოფს გული რომ ერევა და ბოლომდე ვერ ამოიღებს, იმ მდგომარეობაში ვართ ჩვენ

21:12 02-08-2018
39

,,ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, დღეს დოდო გუგეშაშვილის წარსულზე აპელირება უზნეო და უგუნური საქციელია და წყალს ასხამს იმ  ღვარძლზე, რაც საზოგადოებაშია.

 ,, თითქოს ეს თავისთავად ისტორიული-ეროვნული აქტი დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირებისა ბევრ ტკივილთან არის დაკავშირებული და მღვრიე წყალში ბევრი რამ ხდება. მეტაფორულად ვიტყვი: გული რომ ერევა ავადმყოფს და ბოლომდე ვერ ამოიღებს იმ მდგომარეობაში ვართ“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, ეს არის კონტექსტი, რომელიც მდგომარეობას ამწვავებს.

 

,,არანაირი პოლიტიკური ქულების დაწერის მიზეზით, არ შეიძლება კრიმინალური უნარ-ჩვებების პირების პოლიტიკაში გატარება და საქართველოში კრიმინალი ყოველთვის პოლიტიზირებული იყო. ვერ ვხედავ ძალას, რომ კრიმინალი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.