მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

ლაპონია - ლაპლანდიაში მდებარე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

12:41 11-16-2017
106

ჩრდილოეთ შვედეთის პროვინციაში ლაპლანდიაში, მდებარეობს, ულამაზესი ადგილი, ლაპონია. რომელიც ვრცელი, მთიანი, ველური ბუნების არეალს წარმოადგენს. ლაპონია - 1996 წლიდან, შესულია, იუნესკოს, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

არეალს, დაცული ტერიტორიის სტატუსი, ჯერ კიდევ XX საუკუნის, ადრეული წლებიდან აქვს.

ტერიტორიის მთლიანი ფართობი, 9400 კმ²-ია და წარმოადგენს მდოფლიოს უდიდეს სახეუცვლელ ბუნებრივ რეგიონს, რომელიც დღესაც ადგილობრივებით, ჩრდილოეთი ირმების მეჯოგეობის მიმყოლი, სამის ხალხით, იგივე ლაპებითაა დასახლებული.

მათ მიერ საძოვრებად, არეალის მხოლოდ რამდენიმე ნაწილი გამოიყენება. ტერიტორიის სიდიდის გამო, არეალის გეოგრაფია, ძალზედ ცვალებადია, ჭარბობს მთები, მდინარეები და ტბები. ბუნების ყოველ ნაკრძალსა თუ ეროვნულ პარკს, აქ, თავის განმასხვავებელი მახასიათებლები გააჩნია.

ტერიტორიის 95% დაცულია, როგორც ეროვნული პარკი, ან ბუნების ნაკრძალი.

მოიცავს მუდუსის, სარეკის, პადელანტის და სტორა-სიოფალეტის ეროვნულ პარკებს, ასევე სიაუნიას და სტუბას ბუნების ნაკრძალებს.

იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე