მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა

11:09 10-24-2017
40

BBC- ის ცნობით ფიფამ მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა.  

 

პორტუგალიელი ფეხბურთელის კონკურენტები არგენტინელი ლიონელ მესი და ბრაზილიელი ნეიმარი იყვნენ.

 

მადრიდის "რეალმა" 2017 წელს ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. რონალდუ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა: მან 13 მატჩში 12 გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა სპორტსმენმა ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული შარშანაც მოიპოვა.