მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ცინცაძის #58-ში მოსახლეობა ახალი კორპუსის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს

22:01 10-23-2017
115

ცინცაძის ქუჩის #58-ში ადგილობრივი მოსახლეობა ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს.

მოსახლეობის თქმით, მშენებლობა არაკანონიერია. მათივე ინფორმაციით, მშენებლობა ჯერ დაწყებული არ არის, თუმცა დღეს სამშენებლო ბანერი გამოაკრეს, რითაც მოსახლეობა მიხვდა, რომ დაინტერესებული მხარე აპირებს მშენებლობის დაწყებას.

"3 მაისს სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მერიის წარმომადგენელი და მოიტანა გადაწყვეტილება, რომ ვაუქმებთ ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასო. სასამართლო მოტყუვდა ჩვენთან ერთად და ორი კვირის შემდეგ მერიამ მშენებლობის ახალი ნებართვა გასცა. იდენტური, რაც იყო ადრე გაცემული. სულ ახლახანს შევიტანეთ სასამართლოში განმეორებითი სარჩელი, რადგან მერიამ დაგვიანებით გაგვცა პასუხი", განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა მერაბ კახიანმა.

მოსახლეობა ამბობს, რომ კორპუსის აშენების შემთხვევაში, მათ მანქანის გასაჩერებელი ადგილიც კი აღარ ექნებათ ეზოში.

ავტორი: ლიზი არსოშვილი