ვიდეოები

1715672283

VIDEO: „მე, შედეგების შემდეგ...“ - ნუცა ბუზალაძის სახალისო ტიკტოკი

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე სიმღერით „Firefighter“ 21-ე ადგილზე გავიდა.68-ე ევროვიზიის გამარჯვებული შვეიცარია გახდა. შესაბამისად, მომდევნო წლის მასპინძელი შვეიცარიაა.მოგვიანებით ქართველმა მომღერალმა ტიკტოკზე სახალისო ვიდეო ატვირთა: „მე, შედეგების შემდეგ... არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ეს აუდიო შეესაბამება“ - წერს ნუცა. ვრცლად ↓ @nutsabuzaofficial I dont know what it means but this audio fits🤌🏻😂 ♬ original sound - Nutsabuza

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

ანა წითლიძე

პოლიტიკა 1715688378

როდის გინახავთ ასეთი ერთიანი, ასეთი შეკრული საქართველო, ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში - ანა წითლიძე

როდის გინახავთ ასეთი ერთიანი, ასეთი შეკრული საქართველო, ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა."როდის გინახავთ ასეთი ერთიანი, ასეთი შეკრული საქართველო, ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. ეს ახალგაზრდები გაიმარჯვებენ მარო მაყაშვილის სახელით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, მერაბ კოსტავას სახელით, და ეს ქვეყანა აუცილებლად იქნება ევროკავშირის წევრი," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ანა წითლიძე.

ხაბეიშვილი

პოლიტიკა 1715688314

"მილიციური რეჟიმია დამყარებული - ადამიანებს სახლებში უვარდებიან" - ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, "ქვეყანაში მილიციური რეჟიმია დამყარებული"."პოლიციური კი არა, მილიციური რეჟიმია საქართველოში დამყარებული და ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანებს სახლებში უვარდებიან. უკაცრავად, მაგრამ ეს დიტო სამხარაძისა და ამ გუნდის დაორგანიზებულია და ისინი არც მალავენ ამას. შესაბამისად, ცხადია, გამოიწვია გაღიზიანება, როდესაც ამაზე ვსაუბრობ ღიად. როცა ლაპარაკობენ სარწმუნოებაზე, აღდგომის კვირაში დასდევდნენ ადამიანებს სახლებში. ქალებს, ცოლებს ბავშვებთან ერთად სცემდნენ, ეს ხომ ყველამ ვნახეთ, მაგრამ ძალა ხალხშია," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა."სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ხაბეიშვილის მოსაზრებებს იზიარებს."სამხარაძეს ლევან ხაბეიშვილმა უთხრა სიმართლე და სიმართლე ყოველთვის აღიზიანებს ამ ადამიანებს. ვეთანხმები ლევანის ყველა სიტყვას და პირდაპირ ვამბობ, რომ ეს ადამიანი დგას ამ ძალადობების უკან პერსონალურად. ვნახეთ ჩანაწერები, სადაც თვითონ რეკავს უცნობი ნომრებით და თვითონაც ამ დანაშაულებრივ ქმედებას ჩადის," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ამინდი

საზოგადოება 1715687741

გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს:15-17 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი.18 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 მაისს გამოიდარებს, ხოლო 16-17 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 მაისს გამოიდარებს, ხოლო 16-17 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 15 მაისს გამოიდარებს, ხოლო 16-17 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

პარლამენტი მიკროფონი

პოლიტიკა 1715687490

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მესამე მოსმენით მიიღო.კანონპროექტით წესრიგდება შემდეგი ძირითადი საკითხები: უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტება; სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია და სხვა სათანადო პროცედურული საკითხები; უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენა; კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.კანონპროექტით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:ა) ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის „სპორტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;გ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;დ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.პროექტით უცხოური ძალა არის:ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;გ) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

რუსთაველის გამზირი დილიდან არის გადაკეტილი

პოლიტიკა 1715686980

აქციაზე, რომელიც პარლამენტთან დილიდან მიმდინარეობს, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებებს სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის

რუსთაველის გამზირი დილიდან არის გადაკეტილი. აქციის მონაწილეები დგანან როგორც საკანონმდებლო ორგანოს წინ, ასევე მიმდებარე ქუჩაზე. ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.აქციის მონაწილეები გამჭვირვალეობის შესახებ კანონის მესამე მოსმენით განხილვას აპროტესტებენ და მოუწოდებენ დეპუტატებს, გაიწვიონ კანონი, ან დღევანდელ სხდომაზე ჩააგდონ.ამ დროისთვის აქციაზე მშვიდი ვითარებაა. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც პარლამენტის უკანა შესასვლელს იცავს.აქციაზე გამოჩნდა პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ძმა, რომელმაც ტელეკომპანია „იმედთან“ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, თუმცა სხვა მედიასაშუალებებთან განმარტა მისი აქციაზე მისვლის მიზეზი.