მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ზაზა ხუციშვილი: ასეთი ინციდენტების დროს ერთი მხარე ყოველთვის არის “ნაციონალური მოძრაობა

11:34 10-20-2017
168

“ქართული ოცნების” დეპუტატის ზაზა ხუციშვილის აზრით, ის, რაც მარნეულში მოხდა, “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა. 

ხუციშვილის თქმით, პასუხისმგებლობა მშვიდ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, მმართველ გუნდს ეკისრება და სწორედ ამიტომ ცდილობენ წინასაარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენებას.

“გუშინ მომხდარ ინციდენტზე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა, გავიხსენოთ სწორედ მარნეული, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის დროს, როცა იყო ქვების სროლა. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ძალა არ ისვენებს, გაიხსენეთ კორცხელი, იგივე ის, რაც უკრაინაში ხდება, ასეთი ინციდენტების დროს ერთი მხარე ყოველთვის არის “ნაციონალური მოძრაობა”, - განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა ხუციშვილმა.

დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ ყველას კარგად ესმის, რომ ადგილობრივ არჩევნებში “ქართული ოცნების” წარმატება არის გარდაუვალი და სწორედ “ქართული ოცნებაა” დაინტერესებული წინასაარჩევნოდ იყოს მშვიდი გარემო.

სოფელ ყიზილაჯლოში ”ქართული ოცნების“ ოფისთან თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა, რა დროსაც რამდენიმე პირი დაიჭრა. დაჭრილებს შორის “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი არიან.