მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

ევროპის 25 ქალაქი, სადაც ყველაზე მეტ ფოტოს იღებენ - ფოტოკოლაჟი

21:16 08-09-2017
94

 

მსოფლიოს მეორე ყველაზე პატარა კონტინენტი  - ევროპა მსოფლიოს ტურისტების ნახევარზე მეტს მასპინძლობს. 10-დან 7 ყველაზე პოპულარული ქალაქი ევროპაშია. მარტივია თქვა რატომ? კულტურა, უსაფრთხოება, მოხერხებული ინფრასტურა ტურისტებს ევროპისკენ იზიდავს. 

 საინტერესოა, რომელიც ევროპულ ქალაქებში იღებენ ყველაზე მეტ ფოტოს? საიტმა Touropia -მ კითხვაზე პასუხი  Sightsmap.com - ის დახმარებით იპოვა. 

 

25. დუბლინი

 

ირლანდიის დედაქალაქი. დუბლინი დიდი ქალაქია  2 მილიონი მოსახლეობით. დუბლინი როგორც ისტორიული, ისე თანამედროვე ქალაქია, რაც ტურისტებს იზიდავს. 

24. ვალენსია

ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქი ესპანეთში. ვალენსია ხმელთაშუა  ზღვაში მდებარეობს.  წლების განახლებისა და განვითარების შემდეგ, ვალენსია დღეს თავისი ფესტივალებით, ხელოვნებითა და არქიტექტურით ცნობილი ქალაქია. 

23. სან სებასტიანი

სან-სებასტიანი ჩრდილოეთ ესპანეთში მდებარეობს. ზღვისპირა ქალაქი თავისი სანაპიროებითა და კულინარიული ტრადიციებით მსოფლიოში ცნობილია. 

22. ფირა

 

ფირა საბერძნეთის კუნძულ სანტორინის დედაქალაქია. ის ცნობილია ვენეციური ქორწინებითა და შთამბეჭდავი არქიტექტურით. ქალაქი გაშენებულია ზღვის სანაპიროზე. 

21. ამსტერდამი

 

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქი. ამსტერდამი ცნობილია სადღესასწაულო ატმოსფეროთი, მარიხუანას ლეგალიზებით და წითელი ჩირაღდნების დასახლებით. თუმცა ჰოლანდიის დედაქალაქი უფრო მეტია  თავისი მშვენიერი არხენით, ისტორიული შენობებითა და მსოფლიოში საუკეთესო მუზეუმებით. 

20. პორტო

პორტო მსოფლიოში ღვინოს წარმოებითაა ცნობილი. გადატვირთული ქალაქი პორტუგალიაში მდებარეობს და ბუნებრივი და არქიტექტურული სილამაზით გამოირჩევა. 

19. ბერლინი

გერმანიის დედაქალაქი ბერლინი მეორე მსოფლიო ომის ისტორიასთან და აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიასთან ასოცირდება, რომელიც ცივი ომის პერიოდში ბერლინის კედლით იყო გაყოფილი. 1989 წლის შემდეგ, რაც ბერლინის კედელი დაეცა, ქალაქი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მიმზიდველი ადგილია. 

18. ათენი

ათენი დასავლური ცივილიზაციისა და დემოკრატიის დაბადების ადგილია. ქალაქი ცნობილია თავისი არქეოლოგიური შენობებით და მონუმენტებით, როგორიცა ცნობილი აკროპოლისი და აგორა. 

17. გრანადა

 

გრანადა სიერა ნევადას მთებში, ესპანეთის სამხრეთში მდებარეობს. გრანადა მნახველს ტრადიციული კულტურისა  და ღამის ცხოვრების გემოვნებიან მიქსს სთავაზობს. 

16. სალზბურგი

სალზბურგი გერმანიის საზღვართან ცენტრალურ ავსტრალიაში მდებარეობს. ეს ადგილი ცნობილია, როგორც ამადეუს მოცარტის სამშობლო. 

15. ვენა

როგორც ავსტრიის დედაქალაქი და  მუსიკის სამშობლო ვენა თავისი კულტურითა და ბუნებით დიდი ხნით მოგაჯადოვებთ. ქალაქის არქიტექტურა  მრავალფეროვანია, გოთიკური შენობებიდან დაწყებული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებით დასრულებული.  

14. ვერონა

ვერონას რომეოსა და ჯულიეტის ისტორიით იცნობს მსოფლიო. ქალაქის არქიტექტურა მომნუსხველია. რომანული სტილი და რენესანსის დროის შენობები ტურისტებს ბუზებივით იზიდავს. 

13. მუნიხ

მუნიხი მსოფლიოში ოქტომბრის ფესტივალითაა ცნობილი. ქალაქი  კვლევებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბია. მუნიხი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქალაქია, კვლევითი ინსტიტუტებით, BMW-ს კომპანიითა და მეცნიერების მუზეუმით. 

12. ლისაბონი

ლისაბონი ატლანტის ოკეანის მახლობლად მდინარე ტაგურის ნაპირების გასწვრივ მდებაროებს. მისი რელიეფი ციცაბო მთებია. თბილი ამინდი, ულამაზესი ქუჩები, სტუმართმოყვარე მეზობლები და მუსიკა სასიამოვნო ნაზავია. 

ლონდონი თავისი ისტორიით, მუზეუმებით, ლამაზი მწვანე პარკებით, შოპინგით, თეატრითა და  სამეფო ოჯახით ცნობილი ქალაქია. ლონდონი ნამდვილად ის ქალაქია, რომელსაც ყველაფერი აქვს. 

10. მადრიდი.

 

ესპანეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი - მადრიდი. ცნობილია ღამის ულამაზესი სცენებით. ათეული უნივერსიტეტის სამშობლო, მრავალფეროვანი ეთნიკური ჯგუფები - სწორედ ეს ქმნის ამ ქალაქის განსაკუთრებულობას. 

9. პრაღა

 

Prague

პრაღა მომაჯადოვებელი ქალაქია ქვის კათედრალებით. შუა საუკუნეების არქიტექტურით, მრავალფეროვანი კულტურით. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია ევროპაში. 

 8. ბუდაპეშტი

7. ფლორენცია

 

6. მონაკო

5. ვენეცია

 

4. სტამბული

3. პარიზი

2. ბარსელონა

1. რომი