დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

"კალათბურთი შემაყვარა დედაჩემმა...მინდა იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ" - ზაზა ფაჩულიას ემოციური მიმართვა

22:13 08-07-2017
408

ცნობილმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ სპორტის სასახლეში საზეიმო ცერემონიაზე სცენაზე დედა აიყვანა და განაცხადა, რომ მისმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ იმისთვის მიეღწია, რასაც დღეს წარმოადგენს. 

მან განსაკუთრებული მადლობა დედას გადაუხადა.

"კალათბურთი შემაყვარა დედაჩემმა. სიმაღლიდან ალბათ ხვდებით, რომ ყოფილი კალათბურთელი იყო. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში ძალიან რთული სიტუაცია იყო, უშუქობა, უწყლობა, ფინანსებითაც სხვა ოჯახებისგან არ გამოვირჩეოდით და საკმაოდ რთული იყო ცხოვრება, მაგრამ ჩემმა მშობლებმა და დედაჩემმა ყველაფერი გააკეთეს, რომ საუკეთესო განათლება მიმეღო, მევლო კალათბურთზე, მიმეღწია იმისთვის, რასაც დღეს მივაღწიე, ძალიან იშრომა ამ ხალხმა, ბევრი გააკეთა, ყველანაირად, 24 საათის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, რომ ამისთვის მიმეღწია. იმედი მაქვს, ეს შრომა დაგიფასდება დედა და მინდა იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ", - განაცხადა სპორტსმენმა. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე