დღის თემა

რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ და როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს? - ყველა ინფორმაცია ერთ პოსტში

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ორი ნამდვილი სიყვარული - ასეთ აკაკის, თქვენ ჯერ არ იცნობთ - "ახლად გაშლილმა ვარდმა შემოანათა, პატარა, ხაბარდაკაბ­იანმა ქალბ­ატონმა"...

13:19 08-02-2017
364

აკაკი წერეთლის წმინ­დანად შერაცხვასთან დაკა­ვშირებით ბევრი ურთიერ­თგამომრიცხავი აზრი არ­სებობს. ზოგი თვლის, რომ, რადგან ეკლესია ასე ფიქრ­ობს, ასეც უნდა მოხდეს... სხვები, ვინც უფრო ღრმად იცნობს აკაკის ცხოვრებას, მიიჩნევენ, რომ მისი საერო ცხოვრება არ იყო ამ სტატ­უსის შესაფერისი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამით მის, როგორც დიდი ქართველის, ღირსებას ჩრ­დილი ადგება. როგორი იყო სინამდვილეში აკაკი წერე­თელი, რატომ ჰქონდა მას მოუწესრიგებელი პირადი ცხოვრება და ვინ ითვლებ­ოდა მისი ცხოვრების სიყვ­არულად? ამ სტატიით მისი ცხოვრების იმ მხარეს წარმ­ოგიდგენთ, რომელსაც საზო­გადოება ნაკლებად იცნობს

         აკაკი და მაკო

ცნობილია, რომ ქართველი ქალის, მაკო საფაროვა-აბაშიძ­ის მსახიობად ჩამოყალიბებაში აკაკის დიდი წვლილი მიუძღვის. არსებობს მსახიობის მემუარ­ები, სადაც ის აკაკიზე ძალიან საინტერესო ამბებს ყვება, ერ­თხელ მაკო საფაროვა ალექსა­ ნდროვის ბაღში უფროსებთან ერთად წავიდა სასეირნოდ, სანამ უფროსები მაგიდებს მოძებდნი­დნენ, ის სხვა ახალგაზრდებთან ერთად გრძელ სკამზე ჩამოჯდა. ამასობაში მასთან პატარა ძაღლ­მა მოირბინა და მოფერება დაუწ­ყო, მაკო დაიხარა და ძაღლს აკ­ოცა. „ამ დროს მომესმა ხმა: ოჰ, რას შვრები ქალო, მაგისთნა ცუ­გრუმელა გოგო ძაღლს როგორ ჰკოცნი?“ ავიხედე ზე­ვით, თავზე მადგა, ბრ­გე, ლამაზი ვაჟკაცი, რომელსაც თეთრი გადა­ჭიმული შუბლი ჰქონდა. თავი ის­ეთი ხუ­ჭუჭი თმით დაფარული, რომ არაბი გე­გონებოდათ, სახის უზომო სითეთრე რომ არა ჰქ­ონოდა. მას პალტო გადაეკიდა მხარზე და ღიმილით მომჩერებ­ოდა...მე გამახსენდა ბებიას და­რიგება, ალბათ, ეს ერთი იმ არ­ამზათაგანია, რომელმაც რაიმე ხათაბალა უნდა ამკიდოს-მეთქი, და მკაცრად მივუგე: – "ზოგჯერ ძაღლის კოცნა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ზო­გიერთი ადამიანის კოცნა, ანდა თქვენისთნა კაცთან ლაპარაკიმეთქი". 

ამ პასუხზე მან ერთი გული­ანად გადაიკისკისა. სხვათა შო­რის, აკაკის არ ჰქონდა ლამაზი სიცილი. მის ბრგე შეხედულებას არ უხდებდა ქალური კისკისი. მე საშინელი ჯავრი მომივიდა მის სიცილზე და კადნიერად შევე­კითხე, "რას ხედავთ აქ სასცილ­ოს-მეთქი“.ამაზე კიდევ გადა­იკისკისა, მომიჯდა გვერდით და მითხრა:

"შენ თუ ჭკუაც მაგისთ­ანა მახვილი გაქვს, როგორც ენა გქონია, ძალიან კარგი აქტრისა გამოხვალო".

მე ვიუკადრისე უც­ნობთან შენობით ლაპარაკი, აგ­რეთვე ის, რომ მითხრა, კარგი აქტრისა იქნებიო, გაბრაზებული წამოვხტი და უხეშად მივახალე:

"თქვენ, ალბათ, უპატრონო გოგო გგონივართ, მაგისთანა სიტყვე­ბით რომ მელაპარაკებით, როგორ თუ აქტრისა, ვინა გგონივართ-მე­თქი".

– გაჯავრებაც რომ გცოდნია, ეგ უფრო გშვენის, ვიდრე დამშვი­დებული სახეო...“ 

მოკლედ, უსიამოვნო საუბარი კიდევ გაგრძელდა, საბოლოოდ მაკო გაექცა ამ „აბეზარ“ კაცს და თავი დეიდას შეაფარა, სწორედ მისგან შეიტყო, რომ ეს კაცი აკაკი წერეთელი ყოფილა. იმ პერიოდში ქალის სცენაზე გასვლა დიდ სი­რცხვილად ითვლებოდა, აკაკიმ, ოჯახის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მოახერხა, რომ მაკო თეატრში წაეყვანა, მაკოს ბებიამ მამამისს წერილი მისწერა:

"ვი­ცი, შვილო, ეს თავზარს დაგცემს, მაგრამ როდემდე დაგიმალო, ხომ მაინც გაიგებ. შენს ქალბატონს, მაკოს, მე თავი ვეღარ დავუჭირე და გავარდა, – ვაი, შენსა და ჩემს მოსწრებას, – გავარდა და პირდაპ­ირ ტიატრში შევარდა“.

მაკოსა და აკაკის მეგობრობა ბოლომდე გა­გრძელდა. თუმცა, როგორც მსახ­იობი წერს, აკაკის ზოგჯერ აუტა­ნელი ხასიათი ჰქონდა, ამიტომაც ისინი ხშირად ჩხუბობდნენ და ერთმანეთს ხმას აღარ სცემდნენ.

           ცოლი მყავს – არ მყავს, შვილი მყავს – არ მყავს...

“ აკაკისა და ნატალია ბაზილე­ვსკაიას ქორწინება იმდროინდელ ქართულ ელიტაში მუდმივი ჭო­რაობის საგანი იყო. ამბობდნენ, რომ ეს პრეტენზიული რუსი ქა­ლბატონი თავისი უხასიათობით გამოირჩეოდა, მან ცხოვრების დიდი ნაწილი რუსეთში შვილთან ერთად გაატარა. საქართველო­ში, ისიც მხოლოდ სხვიტორში, იშვიათად ჩამოდიოდა. მსახურ­ებს განსაკუთრებით ეჯავრებო­დათ მისი ჩამოსვლა. ნატალია ყოველდღე თავიდან ბოლომდე იბანდა, მოსამსახურეებს მისთვ­ის სამყოფი ცხელი წყალი მეორე სართულზე უნდა ეზიდათ, თუმცა ქალბატონი მაინც უკმაყოფილო რჩებოდათ. ნატალია ძალიან ცუ­დად ექცეოდა აკაკის დას, ანასაც. როგორც კი ჩამოვიდოდა, თურმე ითხოვდა, ანა პირველ სართულ­ ზე გადაეყვანათ. ამბობდა, მისი უსუფთაობა მაწუხებსო.

ნატალი­ას არ შეეძლო, პოეტი ქმრისთვის ღირსეული მეუღლეობა გაეწია. არც მას და არც მის შვილს, ალექ­სის, აკაკის ენა არ ესმოდათ, მათ არ შეეძლოთ, აკაკის შედევრები ორიგინალში მოესმინათ და შესა­ბამისად, ვერც მის დიდებულებას ხვდებოდნენ. ისინი მუდმივად ით­ხოვდნენ აკაკისგან ფულს და ამის გამო აკაკის სულ ვალები ჰქონდა. ეს ვალები მან მისხალ-მისხალ ჩა­მოწერა საკუთარ ანდერძში. თუ­რმე შვილი, ალექსი, როცა ფულის მისაღებად დეპეშას გზავნიდა, მა­მას მუდმივად ემუქრებოდა, რომ, თუ სასურველ თანხას დროულად ვერ მიიღებდა, თავს მოიკლავდა. როგორც ჩანს, ასეთი შანტაჟი მან დედისგან ისწავლა. აკაკიმ ხომ ნა­ტალია უსიყვარულოდ შეირთო, მდიდარი მაგნატის ქალიშვილი დანიშნული იყო კაცზე, რომელიც არ უყვარდა. ის აკაკის სიყვარულ­ში გამოუტყდა და უთხრა, რომ, თუ დანიშნულს მიათხოვებდნენ, ქორწილის ღამეს თავს ჩამოიხრჩობდა. აკაკის ქალი შეეცოდა: „როდესაც დიდად შეწუხებულმა ქალმა შემომჩივლა თავისი აღსა­რება, მაშინ კი გული მეტკინა, მეც ავდექი და მეორე დღეს ის ქალი ვითხოვე“.

 იმასაც ამბობდნენ, რომ აკაკიმ ცოლი სიმდიდრის გამო შეირთო, თუმცა აკაკის ნატალიას მილი­ონებიდან კაპიკიც არ შეხვედრია, მას ქონება ბიძამ წაართვა. ერთხ­ელ აკაკის ცოლ-შვილთან ერთად პარიზშიც უმოგზაურია. „აკაკი პარიზში“ ელენე ახვლედიანმა და­ხატა, მაგრამ ეს ნახატი დაიკარ­გა, შემორჩა მხოლოდ 1940 წელს აკაკის ასი წლის იუბილისადმი მიძღვნილი ჟურნალი, სადაც ამ ნახატის შავ-თეთრი ასლია დაბე­ჭდილი. მისმა ვაჟმა ალექსიმ ქა­რთული არ იცოდა. ის საოპერო დასის ანტრეპრენიორი იყო. მამას მხოლოდ იმით ჰგავდა, რომ მასა­ვით თავაწეულს უყვარდა სიარ­ული. აკაკის ქუთუთოები ტკიოდა და ეს ჩვევა იმიტომ დასჩემდა, თან ხუმროდა, მე მაღლა იმიტომ ვიყურები, რომ ვარსკვლავებს შე­ ვციცინებ და ჩემი შვილი რას და­ეძებს, ვერ გამიგიაო. 

წერეთელს კარგი ურთიერთო­ბა ჰქონდა მიტროფანე ლაღიძე­სთან და დავით სარაჯიშვილთან (სარაჯიშვილის ოჯახი მას მატე­რიალურად ძალიან ეხმარებო­და)... მიტროფანეს „ლაღიძის წყ­ლებში“ ყველა ქართველი საზოგა­დო მოღვაწის პორტრეტი ჰქონდა გამოფენილი. ერთხელაც თბილ­ისში ჩამოსული ალექსი ლაღიძეში შევიდა, მამის სურათი ვერ იპოვა და იქვე მდგომ წყლების გამყიდ­ველს მიმართა, მამაჩემის სურათი რატომ არ გაქვთო. ვინ არის მამა­შენიო, ვინ და აკაკიო. თანა­მშრომლებმა ვერაფრით წარმოიდგინეს, რომ ეს მაღალი რუსი კაცი, მა­თი საფიცარი მგოს­ნის შვილი შეიძლე­ბოდა ყოფილიყო და იქიდან გამოაგ­დეს, არადა აკაკის სურათი, მიტროფანეს სურვილით, ცალკე კედელზე, სხვებისგან გამო­რჩეულად ეკიდა.

ალექსის შთამომ­ავლობა არ დარჩ­ენია. როცა აკაკი კვდებოდა, ყველა გააფრთხილა, ეს მი­სი ცოლისთვის არ შე­ეტყობინებინათ. ის ისე მიიცვალა, რომ ცოლ-შვილი გვერდით არ ჰყოლია. 

        ორი ნამდვილი სიყვარ­ული

ის, რომ აკაკიმ ცოლის შეყვ­არება ვერ მოახერხა, სულაც არ არის გასაკვირი. აკაკი ჯერ კი­დევ ნატალიას გაცნობამდე იყო შეყვარებული ნიკო ნიკოლაძის დაზე – ანიჩკაზე და ამ გრძნობამ ძალიან დიდხანს არ გაუარა. რო­ცა პოეტი პეტერბურგში წავიდა, ანიჩკა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, უკან დაბრუნებულმა კი ნიკო­ლაძეების ოჯახში სტუმრობისას 17 წლის მშვენიერი ქალი ნახა: „სასტუმრო ოთახის კარი გაიღო და შიგ ახლად გაშლილმა ვარდმა შემოანათა, პატარა ხაბარდაკაბ­იანმა, შავწარბშეკრულმა ქალბ­ატონმა“. 

ეს იყო 1863 წელს, რა­მდენიმე წელში კი პოეტმა ცოლი შეირთო, ანიჩკამ ეს ვერ აპატია, თუმცა ვერც გრძნობის დავიწყ­ება მოახერხა.

„ასე მგონია, თუ რაც მიფიქრია და რაც მიგრძვ­ნია, რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ და ან რასაც ვიგრძნობ და ვიფი­ქრებ, ყველა იცი-თქო“ - წერდა მას აკაკი.

მალე ანა ნიკოლაძე პოეტ გიორგი ჭალადიდელს შე­უყვარდა. არავინ იცის, უყვარდა თუ არა ის ანიჩკას, ფაქტია, რო­ცა ანიჩკა დაიღუპა, მან საფლავ­ში აკაკისა და ჭალადიდელის სა­სიყვარულო წერილები ჩაიტანა...

1885 წელს აკაკის მასზე 30 წლით უმცროსი ტასო ბაგრატ­იონ-დავითაშვილი შეუყვარდა. მოგვიანებით ის ცოლად აკაკის მეგობარს, ივანე მაჩაბელს მისთ­ხოვდა. ამას აკაკის სიყვარული არ გაუნელებია. ტასო მაჩაბელი შვიდ წელში დაქვრივდა. მისი მეუღლე – ვანო მაჩაბელი, 1898 წელს უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამბობენ, რომ მან იმ ღამეს აკ­აკი ნახა. ივანე მძიმედ იყო ავად, ერთი შეხედვით მას ნამდვილად ჰქონდა მიზეზი, თავი მოეკლა, თუმცა ამ ამბავმა საზოგადოებ­აში მაინც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საერთოდ, მასა და აკაკის შორის ინ­ტიმური კავშირ­ის არსებობას ტასო მაჩა­ბელი კატე­გორიულად გამორი­ცხავდა: 

„აი, ამ­აზე გა­დაჭრით გიპასუხე­ბთ – არამეთქი . ეს არც შემეძლო. არ შემეძლო იმიტომ, რომ თავიდანვე ჩვ­ენს შორის ისეთი დამოკიდებულება დამყარდა, რომ მისი ინტიმურ სიახლოვედ გარდაქმნა წარმოუდგენელი იყო...ღირს­ეულ ადამიანს მივთხოვდი სი­ყვარულით და სიყვარულითვე შემირთო მან. მით უფრო, რომ მალე დავშვილიანდი. შვიდი წლ­ის შემდეგ დავქვრივდი. აკაკი კვლავ განაგრძობდა, როგორც ქმრის დროს, ჩემი ოჯახის მე­გობრობას და პირადად ჩემს მე­გობრობას. იგი გაგრძელდა მის სიკვდილამდე. ჩემი ქვრივობის პირველ წლებში, ისე უბედურად ვგრძნობდი თავს, რომ მეტისმ­ეტად თავზე ხელაღებული ად­ამიანიც ვერ გაივლებდა აზრად ჩემს მონადირებას. მით უფრო აკაკი, რომელიც აშკარად ხედავდა ჩემს სასოწარკვეთილებას და არ იკისრებდა ჩემს შეურაც­ხყოფას“.

ავტორი: მარიტა დამენია.

გაზეთი "პრაიმტაიმი" N44(86)-ის არქივიდან 2010 წ.

ავტორი: რუსა ღვანიძე