ვიდეოები

1715672283

VIDEO: „მე, შედეგების შემდეგ...“ - ნუცა ბუზალაძის სახალისო ტიკტოკი

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე სიმღერით „Firefighter“ 21-ე ადგილზე გავიდა.68-ე ევროვიზიის გამარჯვებული შვეიცარია გახდა. შესაბამისად, მომდევნო წლის მასპინძელი შვეიცარიაა.მოგვიანებით ქართველმა მომღერალმა ტიკტოკზე სახალისო ვიდეო ატვირთა: „მე, შედეგების შემდეგ... არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ეს აუდიო შეესაბამება“ - წერს ნუცა. ვრცლად ↓ @nutsabuzaofficial I dont know what it means but this audio fits🤌🏻😂 ♬ original sound - Nutsabuza

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

შსს

შემთხვევა 1715877874

მკვლელობა გარდაბანში - ძმამ 22 წლის და სასიკვდილოდ გაიმეტა

გარდაბანში ძმამ და მოკლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, ის ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი, სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა.გარდაცვლილი ქალი 22 წლის იყო. მას ორი  არასრულწლოვანი შვილი დარჩა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოში ოჯახის წევრის განძრახ მკვლელობას გულისხმობს.წყარო: რადიო მარნეული

დავით ქართველიშვილი

პოლიტიკა 1715877073

დავით ქართველიშვილი: აგვისტოს ომის „გმირი“ დასავლეთ საქართველოში რუსი გენერლის სერგეი ჩაბანის პირადი მძღოლი, ზაზა გოროზიაც გამოჩნდა „ანტირუსულ" მიტინგზე

ზაზა გოროზიაც გამოჩნდა „ანტირუსულ“ მიტინგზე - ის, გენერალ ჩაბანთან ერთად, ხელმძღვანელობდა ფოთის პორტიდან რუსეთისკენ მიმავალი გემების დატვირთვას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტექნიკით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, დღეს საპროტესტო აქციაზე ზაზა გოროზია გურამ გაბისკირიას, ჟიული შარტავას, გიორგი ანწუხელიძის და შინდისის გმირების გვერდში იქნება ნახსენები.„აგვისტოს ომის "გმირი", დასავლეთ საქართველოში რუსი გენერლის სერგეი ჩაბანის პირადი მძღოლი, ოფიციანტი და მერიქიფე ზაზა გოროზიაც გამოჩნდა "ანტირუსულ" მიტინგზე. ამას რა დავარქვა, უკვე მართლა მიჭირს. გენერალ ჩაბანთან ერთად, ხელმძღვანელობდა ფოთის პორტიდან რუსეთისკენ მიმავალი გემების დატვირთვას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტექნიკით. ერთი მოძრაობა, ერთი მცდელობა გენერალ ჩაბანის ლიკვიდაციის თვალსაზრისით და დღეს ზაზა გოროზია გურამ გაბისკირიას, ჟიული შარტავას, გიორგი ანწუხელიძის და შინდისის გმირების გვერდში გვეყოლებოდა ნახსენები, მაგრამ, დღეს აქ არის, კარგად გამოიყურება და "არა რუსულ კანონს" ბღავის!“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ზელენსკი

ომი უკრაინაში 1715876576

ზელენსკი: ხარკოვის რუსული თავდასხმებისგან დასაცავად Patriot-ის დამატებით რამდენიმე საჰაერო თავდაცვის სისტემაა საჭირო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის რუსული თავდასხმებისგან დასაცავად Patriot-ის დამატებით რამდენიმე საჰაერო თავდაცვის სისტემაა საჭირო.„მდგომარეობა ძალიან სერიოზულია. ჩვენ არ შეგვიძლია ხარკოვის დაკარგვა. [...] ჩვენ Patriot-ის მხოლოდ ორი სისტემა გვჭირდება. რუსეთი ვერ შეძლებს ხარკოვის ოკუპაციას, თუ ჩვენ ეს გვექნება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

სი ძინპინი

მსოფლიო 1715876520

სი ძინპინი: უკრაინაში ვითარების პოლიტიკური გადაწყვეტა სწორი მიმართულებაა

პეკინში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ „ორივე მხარე თანხმდება, რომ უკრაინის საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა სწორი მიმართულებაა“. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.„ჩინეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრული და მკაფიოa, რომელიც მოიცავს გაეროს წესდებისა და პრინციპების დაცვას, თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, უსაფრთხოების სფეროში თითოეული მხარის ლეგიტიმური წუხილის პატივისცემასა და დაბალანსებული, ეფექტური და მდგრადი უსაფრთხოების ჩარჩოს შექმნას“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

ილია მეორე

პოლიტიკა 1715876402

განურჩევლად ეროვნებისა, რწმენისა, პოლიტიკური პოზიციისა და ასაკისა, ყველას მოგიწოდებთ, ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების მიუხედავად, 17 მაისს გავერთიანდეთ და ერთად აღვნიშნოთ ოჯახის სიწმინდის დღე - საპატრიარქო

17 მაისს გავერთიანდეთ და ერთად აღვნიშნოთ ოჯახის სიწმინდის დღე, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "ოჯახი ნებისმიერი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი სიმტკიცის დაცვა ყველა ქვეყნისთვის არსებითია, მცირერიცხოვანი ერისთვის კი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.ამიტომაც ჩვენს ახალგაზრდებს, მორწმუნე საზოგადოებას, საქართველოს მოსახლეობას, - განურჩევლად ეროვნებისა, რწმენისა, პოლიტიკური პოზიციისა და ასაკისა, ყველას მოგიწოდებთ, ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების მიუხედავად, 17 მაისს გავერთიანდეთ და ერთად აღვნიშნოთ ოჯახის სიწმინდის დღე.ჩვენ ყოველთვის ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი. გვსურს, ხვალ მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, სულიერი და კულტურული ღირებულებების დაცვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ეს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას.ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და ეს კვლავაც ასე უნდა იყოს; ამისთვის ზრუნვა ყველას, პირველ რიგში კი, სასულიერო პირებს გვმართებს.17 მაისს, ღვთის სადიდებლად სამშობლოს სიყვარულით გავერთიანდეთ და ვილოცოთ ჩვენი ოჯახებისთვის, ვილოცოთ მშვიდობიანი საქართველოსთვის," - ნათქვამია განცხადებაში.